რა უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ მაცივარში ცუდი სუნი გავაქროთ?
თუ მაცივარი ახალია
ახალ მაცივარსაც, ისევე, როგორც ყველა სახის ტექნიკას, თავისებური, სპცეციფიკური სუნი აქვს. არ დაგავიწყდეთ მისი გარეთა ნაწილის ჩამორეცხვაც თბილი წყლისა და სოდის ნაზავით. შემდეგ კარგად გაამშრალეთ და კარი ღია დატოვეთ, რათა შიგნიდან კარგად განიავდეს. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ ახლად ნაყიდ მაცივარში პროდუქტების შელაგება.
თუ ძველია...
იმ შემთხვევაშიც კი, თუ მაცივარში ყველა ქილასა თუ ჭურჭელს თავსახურს მჭიდროდ ახურავთ, დროთა განმავლობაში არომატთა სიმფონია ირგვლივ იფრქვევა და ხშირად არცთუ სასიამოვნო შეგრძნებას უტოვებს
ადამიანს. თუ მსგავსი შემთხვევა დააფიქსირეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ დროა მაცივარი თუ არ გამორეცხავთ, გამოწმინდოთ მაინც, კარგად გაასუფთავოთ სპეციალური ნაწილები, რომელშიც ჭუჭყი გროვდება ხოლმე. სპეციალიტები ამ პორცედურის ჩატარებას წელიწადში ერთხელ გვირჩევენ.
უსიამოვნო სურნელისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ ბუნებრივი საშუალებები:
თუ მაცივარი ახალია
ახალ მაცივარსაც, ისევე, როგორც ყველა სახის ტექნიკას, თავისებური, სპცეციფიკური სუნი აქვს. არ დაგავიწყდეთ მისი გარეთა ნაწილის ჩამორეცხვაც თბილი წყლისა და სოდის ნაზავით. შემდეგ კარგად გაამშრალეთ და კარი ღია დატოვეთ, რათა შიგნიდან კარგად განიავდეს. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ ახლად ნაყიდ მაცივარში პროდუქტების შელაგება.
თუ ძველია...
იმ შემთხვევაშიც კი, თუ მაცივარში ყველა ქილასა თუ ჭურჭელს თავსახურს მჭიდროდ ახურავთ, დროთა განმავლობაში არომატთა სიმფონია ირგვლივ იფრქვევა და ხშირად არცთუ სასიამოვნო შეგრძნებას უტოვებს
უსიამოვნო სურნელისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ ბუნებრივი საშუალებები:
- ძმარი. მაცივარი ძმარში დასველებული ტილოთი გამოწმინდეთ. ძმარი წყალში გადააზავეთ პროპორციით 50/50-ზე.
- საჭმელი სოდა. მაცივარი სოდიანი წყლით გაწმინდეთ. ასევე შეგიძლიათ სოდიანი წყალი თავსახურის გარეშე მაცივარში მოთავსოთ თუნდაც სამი თვის განმავლობაში, ის ძალიან ეფექტურად შთანთქავს უსიამოვნო სუნს.
- ნიშადურის სპირტი. ეს საშუალება გიშველით იმ შემთხვევაში, თუ მაცივარი გაასუფთავეთ, თუმცა უსიამოვნო სუნს ვერაფერი მოუხერხეთ.
- აქტივირებული ნახშირი. დაფშვენით ნახშირი, მოათავსეთ პატარა ლამბაქზე და რამდენიმე დღით მაცივარში დატოვეთ.
- ლიმონის წვენი. მაცივარი ლიმონიან წყალში დასველებული ტილოთი გამოასუფთავეთ.
- მოათავსეთ ერთი ნაჭერი შავი პური.
- თეფშზე დაყრილი ბრინჯის მარცვლები.
- გაჭრილი კარტოფილი ან ვაშლი.
- ლიმონი ან ფრთოხალი არომატის გამო.
- თავახდილი შაქარი ან მარილი.
- მაღაზიებში უკვე გამოჩნდა სპეციალური იონოზატორები მაცივრისთვის, რომელიც მაცივარში სასიამოვნო სუნს უზრუნველყოფს.