6 ყველაზე დაბინძურებული ადგილი სამზარეულოში, რომელიც ხშირად გვავიწყდება


გაგიკვირდებათ, მაგრამ შესაძლოა სამზარეულო ბზინავდეს სისუფთავისგან, მაგრამ მაინც არ იყოს სუფთა. მოდით ვნახოთ, სად იმალება საფრთხე.

სამუშაო ზედაპირი


სამუშაო ზედაპირი ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ადგილია სამზარეულოში, უბრალოდ წარმოიდგინეთ რამდენი რამე ეხება მას დღის განმავლობაში და რამდენ ბაქტერიას იტევს, მიხვდით, ალბათ, რომ ეს ის ადგილია, რომელიც ყოველთვის გულდასმით, განსაკუთრებულად უნდა დამუშავდეს.

სამზარეულოს ნიჟარა


ნიჟარა ის ადგილია, სადაც ყველა გასარეცხი ნივთი იყრის თავს, ამიტომ მას განსაკუთრებული დასუფთავება სჭირდება და ამისთვის ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი საკმარისი არ არის, გირჩევთ
ნიჟარის საწმენდად ცალკე ღრუბელი გქონდეთ, რომლითაც ნიჟარის ზედაპირზე სპეციალურ სადეზინფექციო საშუალებას დაიტანთ ხოლმე.

ჭურჭლის სარცხი ღრუბელი და ჯაგრისი



ვერ წარმოიდგენთ, რამდენად ჭუჭყიანია ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი და ჯაგრისი რამდენიმედღიანი აქტიური გამოყენების შემდეგ.
ყველაზე მარტივი გამოსავალი ღრუბლის ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოთავსებაა, 2-3 დღეში ერთხელ მის გაკეთება საკმარისია და კვირაში ერთხელ ის აუცილებლად უნდა გამოცვალოთ.

სათავსოები მაცივარში


მაცივრის სათავსოები ის ადგილია, რომელიც დიასახლისებს შეიძლება არც კი გაახსენდეთ სამზარეულოს დალაგების დროს და ეს კარგი სულაც არ არის. ამ სათავსოში აუცილებლად აღმოჩნდება ძველი ყველის ნამცეცი და მწვანილის ფოთოლი, რომელიც ლპობის პროცესშია გადასული და შესაბამისად, უამრავ ბაქტერიას აჩენს.
ყოველთვის ეცადეთ, რომ ხორცი, ბოსტნეული და ხილი ერთმანეთისგან მოშორებით შეინახოთ და მაცივრის სათავსოები კვრაში ერთხელ მაინც გამოასუფთავეთ. საფუძვლიანად.

გაზქურის ჩამრთველ-გამომრთველები



აბა გაიხსენთ, როდის დაასუფთავეთ ბოლოს საგულდაგულოდ ღუმელის ჩამრთველი სახელურები, არადა, მასზე უამრავი ბაქტერია იყრის თავს, ასე რომ, სამზარეულოს დალაგების დროს ეს დეტალები ეცადეთ პირველ რიგში მოაწესრიგოთ.

ყავის აპარატი


თითქოს ამ აპარატში ბაქტერიების ადგილი არ უნდა იყოს, თუმცა, ასე როდია.
მეტწილად ბაქტერიები წყლის რეზერვუარში იმალებიან. ასე რომ, წყლის რეზერვუარი ხშირად და საგულდაგულოდ უნდა გავრეცხოთ ხოლმე, მისი მხოლოდ გავლება საკმარისი არ გახლავთ. კარგი იქნება, თუ გენერალურად, ძმრით დაამუშავებთ ხოლმე.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები