ტანსაცმლის მოვლის დროს დაშვებული შეცდომები

თითქოს რამ უნდა გააფუჭოს ნივთი, სამოსი, თუ მას სათანადოდ ვუვლით, ეტიკეტზე მითითებული წესის თანახმად. თუმცა ტანსაცმლის ხარისხზე ისეთი ფაქტორებიც კი მოქმედებს, როგორც არის მაგალითად უხარისხო პარფიუმი ან სარეცხის დიდი ხნით ჩალბობა. მოდით ვნახოთ, რამ შეიძლება გაგვიფუჭოს საყვარელი სამოსი.

1. ზურგჩანთა


თუ შენიშნეთ, რომ თქვენი სამოსი აიპურწკლა, მაშინვე მწარმოებლის ლანძღვას ნუ დაიწყებთ, ეს შესაძლოა ზურგჩანთის ან რომელიმე სხვა ჩანთის სამაგრის, სალტის და ა.შ. რომელიმე ნაწილის ბრალი იყოს, რომელიც უხეშად ეხება ტანსაცმელს. დაუკვირდით და სიფრთხილით მოეპყარით. ყველაზე ხშირად ასე ბამბისა და შალის ნივთები ფუჭდება.

2. პარფიუმი სამოსზე

როგორც წესი, პარფიუმი სამოსზე კვალს ტოვებს, რამაც შესაძლოა ქსოვილის გახუნება გამოიწვიოს, ასე რომ, გირჩევთ, სუნამო კანზე დაისხათ და არა ტანსაცმელზე. თუ კვალი შენიშნეთ, ამორეცხეთ ქსოვილი ჯერ ცივი წყლით, შემდეგ კი სტანდარტული წესით გარეცხეთ.

3. კარგი მხრიდან დაუთოება


ტანსაცმლის დაუთოება, როგორც წესი, უმჯობესია უკუღმა პირით, ასე ქსოვილს გადახუნებისა და გაფუჭებისგან დაიცავთ.

4. დახარისხება მხოლოდ ფერის მიხედვით

სარეცხს ფერის მიხედვით რომ ვახარისხებთ, ეს ნორმალურია და საჭიროც არის, თუმცა საკმარისი ნამდვილად არ არის. გარდა ფერისა, გირჩევთ სარეცხი ფაქტურის მიხედვითაც დაახარისხოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გარეცხოთ.

5. მუქი ფერის სამოსის არასწორად გარეცხვა

იმისათვის, რომ მუქი ფერის ქსოვილი გახუნებისგან დაიცვათ, საჭიროა გარეცხოთ დაბალ ტემპერატურაზე და ყველაზე ხანმოკლე რეჟიმზე.

6. ჯინსის რეცხვა

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი სამოსი ფუჭდება არასწორად რეცხვის გამო, თუმცა, გვინდა დაგარწმუნოთ, რომ ის ფუჭდება ხშირად რეცხვის გამო. მაგალითად ჯინსები. ჯინსებს რაც იშვიათად გარეცხავთ, მით უკეთესი. ჯობს, წმინდოთ ხოლმე.

7. ხანგრძლივი დროით ჩალბობა

სარეცხის ჩალბობა კარგია და საჭიროც არის, თუმცა დიდხანს ჩალბობამ შესაძლოა ფორმის დაკარგვა გამოიწვიოს, ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები