ნიჟარა და კიდევ ექვსი ნივთი, რომელიც ყოველდღიურად უნდა რეცხოთ

ზოგიერთი ნივთი ოჯახში იმაზე სწრაფად ბინძურდება, ვიდრე სხვა დანარჩენი, ამიტომაც ხშირად უნდა მოვაწესრიგოთ.

1. ჩაის ტილო

აბაზანის პირსახოცების გამოცვლას სპეციალისტები სულ მცირე კვირაში სამჯერ მაინც გვირჩევენ, აი, რაც შეეხება სამზარეულოს ხელსახოცებს, იგივე ჩაის ტილოებს, ის ყოველდღიურად უნდა გამოვცვალოთ. საჭმლის ნაწილაკები, სისველე ის ფაქტორებია, რომელიც მიკრობების გამრავლებას იწვევს.

2. სამზარეულოს ნიჟარა

ტყუილად როდი ამბობენ, რომ სახლის ყველაზე ბინძური ნაწილი სამზარეულოა. სამზარეულოს ნიჟარა ის ადგილია, სადაც ძალიან მარტივად მრავლდებიან ბაქტერიები, მიკრობები, სხვადასხვა სახის ჩხირები. ეცადეთ, ნიჟარა ყოველდღიურად დაამუშაოთ სადეზინფექციო ხსნარით.

3.
ღრუბელი

ღრუბელი თავისი შემადგენლობიდან გამომდინარე ძალიან ადვილად იკრავს სხვადასხვა მიკრობს, ამიტომ თითოეული გამოყენების შემდეგ საგულდაგულოდ გარეცხეთ და გაწურეთ.

4. მაკიაჟის სპონჯი


მაკიაჟის ფუნჯი, სპონჯი ის ნივთებია, რომელიც აუცილებლად ყოველდღიურად უნდა გარეცხოთ და გაასუფთაოთ.

5. საშხაპე

საშხაპე კაბინა აუცილებლად ყოველდღიურად უნდა გაირეცხოს საგულდაგულოდ, განსაკუთრებით გადაბმის ადგილები, რათა სოკო არ გაჩნდეს. უმჯობესია, ყოველი შხაპის მიღების შემდეგ დაამუშაოთ სათანადოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამის გაკეთება ძალიან გაგიჭირდებათ.

6. სამუშაო მაგიდა

სამუშაო მაგიდაზე, როგორც წესი, ყოველდღიურად უამრავი ნივთი გვაქვს ხოლმე მიმოფანტული, ტელეფონი, დამტენი, კალმები, ყავის ჭიქა, ჩასანიშნი ქაღალდები, კალკულატორი და ა.შ. ყველაფერს ამას ვეხებით ხელით, რაც უამრავი ბაქტერიის გამრავლებას იწვევს, ამიტომ გირჩევთ, ეს ადგილი ყოველდღიურად საგულდაგულოდ დაამუშაოთ სადეზინფექციო ხსნარით.

7. კარის სახელური
აბაზანის და სახლის შესასვლელი კარი რაც შეიძლება ხშირად უნდა დაამუშაოთ სადეზინფექციო საშუალებით, რათა თავი დაიზღვიოთ ზედმეტი ინფექციებისა და ბაქტერიებისგან.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები