მაკარონის ნახარშს თხევად ოქროსაც კი უწოდებენ.
მისი გამოყენება მეორედაც არის შესაძლებელი და არა მხოლოდ კულინარიაში.
თურმე ხარშვის დროს მაკარონის მიერ გამოყოფილ სახამებელს სასწაულების მოხდენა შეუძლია. მაინც, რისი გაკეთება შეიძლება მაკარონის ნახარშით?
პასტის სოუსი
მაკარონის ნახარში იდეური ბაზაა პასტის სოუსისთვის, მასში არის მარილი, სახამებელი, თუ ყველს და სანელებლებსაც დაუმატებთ,, შესანიშნავ კერძს მიიღებთ საოცრად ნაზი ტექსტურით.
ჭურჭლის სარეცხი სითხე
დიახ, ის თავის ჭურჭელთან ერთად ჭუჭყიანს ჰგავს, მაგრამ ეს მხოლოდ ვიზუალური მხარეა. რეალურად ამ სითხეში შემავალი სახამებელი სერიოზული გამწმენდი ნივთიერებაა. დაასხით ჭურჭელს და
სასუქი მცენარეებისთვის
ნატურალურ სახამებელში არის ძალიან ბევრი მინერალი და ვიტამინი, ამიტომ ეს ძალიან კარგი საშუალებაა მცენარეებისთვის ნიადაგის გასანოყიერებლად. რა თქმა უნდა, სანამ ყვავილებს დაასხამთ, ნახარში კარგად უნდა გააციოთ.
თმის ნიღაბი
თუ თქვენს თმას აკლია ბზინვარება, სცადეთ და გაიკეთეთ მაკარონის ნახარშის ნიღაბი. გვერწმუნეთ, შედეგი გაგაოცებთ. უბრალოთ გადაივლეთ თავზე, გაიჩერეთ ათი წუთი და შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ.
ცომის ბაზა
ექსპერტები მაკარონის ნახარშით ცომის მოზელას გვირჩევენ და იდეალურ შედეგს გვპირდებიან. სახამებელი ცომს ახალ, უცხო გემოს შესძენს და უფრო ჰაეროვანს და ნაზს გახდის.
პესტოს სოუსი
როგორ კეთდება ეს მწვანე სოუსი: ერთად აბლენდერებენ თხილს, მარილს, რეჰანს, გახეხილ პარმეზანს ცოტა მარილთან და ზეითუნის ზეთთან ერთად. მასა უნდა იყოს ფაფისებრი. ზეთთან ერად ცოტა მაკარონის ნახარშის დამატებაც შეიძლება, რათა სოუსი უფრო ბლანტი და ნაზი გამოვიდეს.
დაღლილობის მოსახსნელი საშუალება
თბილ ნახარშში ფეხების ჩაწყობა დაღლილობის მოხსნის და განტვირთვის საოცარი საშუალებაა.