სააბაზანოსა და ტუალეტის აუცილებელი ნივთების მოვლის წესები


ყველა ოჯახში არსებობს ნივთები, რომელთა ყოველდღიური გამოყენება აუცილებელი და გარდაუვალია, თუმცა თავად ამ ნივთების წმენდა ძალიან რთული. ერთ-ერთი ასეთი ნივთი უნიტაზის საწმენდი ჯაგრისია. ძნელი წარმოსადგენია საპირფარეშო ამ ნივთის გარეშე. მისი გამოყენება ბევრად მარტივია, ვიდრე მისი გასუფთავება. არადა, საუბარია არა მხოლოდ მის ესთეტიკურ მხარეზე, არამედ მიკრობების გავრცელების პირველ წყაროზე. მის სისუფთავეზე განსაკუთრებით მაშინ უნდა იზრუნოთ, თუ ოჯახში ბავშვები არიან. როგორც პროფესიონალები ამბობენ, ამ ნივთის წმენდაში რთული არაფერი იქნება, თუ ამას რეგულარულად და სწორად გავაკეთებთ.

უნიტაზის ჯაგრისის წმენდის პროცესი უნიტაზის წმენდის პარალელურად მიმდინარეობს.
უნიტაზს წმენდის დროს საწმენდი საშუალება თავად ჯაგრისზეც დაიტანეთ, როდესაც ჩარეცხავთ უნიტაზს, წყლის ნაკადს თავად ჯაგრისიც შეუშვირეთ, ასე ისიც გაირეცხება. 

ყველა ჯაგრისს მოჰყვება თავისი ჩასადები, ქოთნის მსგავსი ღრმა ჭურჭელი, ჩაასხით მასში საწმენდი საშუალება, თუნდაც ქლორი და სუფთა ჯაგრისი მასში ისე მოათავსეთ ხოლმე. ასე თავიდან აიცილებთ მავნე ბაქტერიების გამრავლებას. თუმცა გახსოვდეთ, რომ მაქსიმუმ ხუთ დღეში თავად ეს ჭურჭელიც საგულდაგულოდ უნდა გარეცხოთ, გაასუფთაოთ და შემდეგ ისევ ის გაიმეოროთ.

მსგავსი ქოთნის საწმენდი ეკოლოგიურად სუფთა და საკმაოდ ძლიერი საწმენდი საშუალება ჩვეულებრივი ძმარიც გახლავთ, ჩაასხით იქ რამდენიმე საათის განმავლობაში და შემდეგ კარგად გარეცხეთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები