როგორ შევინარჩუნოთ ფუმფულა და ხასხასა პირსახოცები


ყველა დიასახლისს უნდა, რომ მისის თეთრეული შეუდარებელი იყოს, ეს ეხება პირსახოცებსაც, თუ გინდათ, რომ პირსახოცი დიდხანს გემსახუროთ და კარგად გამოიყურებოდეს, მისი მოხმარება კი მაქსიმალურად კომფორტული იყოს, უნდა დაიცვათ რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი: რეცხვის დროს მანქანის დოლურა არ უნდა გაავსოთ. როდესაც ბევრი სარეცხი ერთად ირეცხება, სარეცხი საშუალება და წყალი დოლურაში კარგად არ ნაწილდება, შედეგად სარეცხი კარგად არ ივლება, მასზე რჩება სარეცხი საშუალება და ქსოვილი ფუჭდება

სარეცხის რეცხვის დროს გაავსეთ დოლურას მხოლოდ 2/3 , განსაკუთრებით ინტენსიური რეცხვის რეჟიმზე.
ასევე
ძალიან მნიშვნელოვანია რეცხვის დროს არ გამოიყენოთ გადამეტებული რაოდენობის სარეცხის საშუალება, რომელიც შესაძლოა ჩარჩეს ქსოვილში და დააზიანოს იგი. ამის შემდეგ პირსახოცი არ იქნება ფუმფულა და რბილი, რეცხვის დროს დააკვირდით სარეცხი საშუალების შეფუთვას და ზუსტად იმდენი გამოიყენეთ, რამდენიც მითითებული იქნება, გარდა იმისა, რომ ასე ფუმფულა პირსახოცებს შეინარჩუნებთ, ეს ბევრად ეკოლოგიური და ეკონომიურია.
ასევე აფუჭებს პირსახოცის ხარისხს მათეთრებელი საშუალებები, თუ ამის აუცილებლობა არის, გირჩევთ გამოიყენოთ ალტერნატიული საშუალებები, მაგალითად, წყალბადის ზეჟანგი ან ძმარი. ასე პირსახოცი უფრო კარგად შეინარჩუნებს ხასხასა ფერს. 

ქსოვილის გახუნების მიზეზი შეიძლება გახდეს ასევე მზეზე გაშრობა. პირსახოცის შემთხვევაში უმჯობესია, ეს ჩრდილში გააკეთოთ და ბოლოს, არც სარეცხის დამარბილებელი საშუალების გამოყენება ღირს გადაჭარბებულად.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები