დღეს ძალიან ბევრი ოჯახი აბაზანაში საშხაპე კაბინას დგამს. ძალიან მოხერხებულია და სივრცის ეკონომიის საშუალებასაც გვაძლევს. ბუნებრივია, წმენდა და სისუფთავის შენარჩუნება კაბინასაც სჭირდება. ეს ერთი შეხედვით მარტივი ამოცანა ჩანს, თუმცა საკმაოდ შრომატევადი.
სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ კაბინის კედლები მთელ სიმაღლეზე გასაწმენდია. შესაბამისად, დასასუფთავებელი ფართობი საკმაოდ დიდი გამოდის.
გამუდმებული სისველის, ნესტისა და სითბოს გამო კაბინის კედლის ღრიჭოებში ობი ჩნდება. ეს რომ არ მოხდეს, კაბინა ყოველი ბანაობის შემდეგ უნდა გაანიავოთ. წმენდის დროს კი ყოველთვის გულდასმით გაასუთავეთ კუთხეები. მხოლოდ ყოველდღიურ მოვლას შეუძლია რთულად მოსაცილებელი
კედლებს რომ წყლის წვეთების კვალი არ დარჩეს, ბანაობის შემდეგ შუშის საწმენდი რეზინისპირიანი ჯოხით ჩამოწმინდეთ. ასე ნადებიც აღარ დაგროვდება.
შხაპის ყურმილიც მალე იფარება ნადებით. დროთა განმავლობაში ეს ნადები ნახვრეტებს კეტავს და წყლის ჭავლს ხელს უშლის. სანამ ბოლომდე გაიჭედება, მოხსენით და 2 საათით სუფრის ძმარში ჩაალბეთ.