ზამთარში, როდესაც სახლებში გათბობა გვაქვს ჩართული ჰაერი საგრძნობლად გამომშრალია. ეს საკმაო დისკომფორტს გვიქმნის და ზოგჯერ ჩვენს ჯანმრთელობასაც კი ვნებს.
როგორ მოვიქცეთ, რომ ჩვენთვის სასიამოვნო მიკროკლიმატი შევქმნათ?
გთავაზობთ რამდენიმე მარტივ ვარიანტს
საძინებელში საშრობი მოათავსეთ და მასზე სველი სარეცხი გადაკიდეთ.
ოთახში მოთავსეთ წყლით სავსე ჭურჭელი, შესაძლოა ის დეკორატიულადაც გააფორმოთ.
აბაზანის მიღების შემდეგ აბაზანის კარი ღია დატოვეთ და წყალი არ გაუშვათ, სანამ კარგად არ გაცივდება.
ხშირად რეცხეთ ჭურჭელი და აკეთეთ სადილი ქურაზე.
და ბოლოს შეიძინეთ მცენარე ციპერუსი, რომელიც ჰაერის ბუნებრივ დამატენიანებლად მიიჩნევა.