ამჯერად ჩვენ დაგეხმარებით სახლის დალაგებაში, სივრცის მაქსიმალერად ეფექტურად დაგეგმვაში და უსარგებლო ნივთების თავიდან მოშორებაში. როდესაც ირგვლივ არ არის ზედმეტი, გამოუსადეგარი ნივთები ცხოვრება ბევრად მარტივია. სწორედ ამ ბედნიერების მიღწევაში დაგეხმარებით.
პირველ რიგში უნდა დაადგინოთ თქვენ სახლში არეულობის მთავარი მიზეზი. იმისათვის, რომ სახლი მოაწესრიგოთ უნდა იცოდეთ, რითი უნდა დაიწყოთ. უნდა დაფიქრდეთ იმაზე, რა იწვევს სახლში ყველაზე მეტ არეულობას.
დაუკვირდით, რომელ ტიპს განეკუთვნებით
გაქვთ სახლში ბევრი უსარგებლო ნივთი.
ხშირად ყიდულობთ ისეთ ნივთებს, რომელიც უკვე გაქვთ, თუმცა არ გაქვთ მათი შესანახი ადგილი.
გეშინიათ ძველი ნივთების გადაყრა.
თქვენი ცხოვრება ისედაც ქაოსია.
არასდროს არაფერს გეგმავთ, ყოველთვიის სადღაც მიიჩქარით, სულ აგვიანებთ და თქვენს ცხოვრებაში მუდმივი ქაოსია.
თქვენს სახლშიც იგივე ხდება.
მოძებნეთ თქვენი სუსტი წერტილი და დავიწყოთ პრობლემების მოგვარება.
სამი ძირითადი კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ
1.მართლა მჭირდება?
2.მართლა მომწონს?
3.ამის გამო ყველაფერს დავთმობდი?
კითხვებზე პასუხის გაცემა დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში
დამოკიდებულება ნაგვის ურნასთან – 10 წუთი დღეში
თუ არ იცით, როგორ დაიწყოთ ცადეთ ეს მეთოდი.
აიღეთ ნაგვის ორი ურნა. პირველში მოათავსეთ ნივთები, რომელიც ზუსტად იცით, რომ არ გჭირდებათ, მეორეში კი ნივთები, რომელთა საჭიროებაში ეჭვი გეპარებათ.
ორ კვირაში შედეგი სახეზე იქნება, ერთ თვეში კი საკუთარ სახლს ვეღარ იცნობთ.
ჩვეულება
წარმოიდგინეთ, რომ სარეცხის მანქანაში შეყარეთ ჭუჭყიანი სამოსი, ჩართეთ მანქანა. ცოტა ხანში გამორთეთ ისე, რომ არც კი დაელოდეთ ბოლომდე გარეცხვას და დატოვეთ სარეცხის მანქანაში, არც კი გამოიღეთ. რა მოუვა სარეცხს? მართალია, ამის წარმოდგენასაც კი არ გირჩევთ. იგივე ემართება ყველაფერს, რასაც ბოლომდე არ გავაკეთებთ და შუა გზაზე მივატოვებთ.
აი, მაგალითად, როდესაც მოხვალთ სამსახურიდან და გამოიცვლით ტანსაცმელს კი არ მიაგდოთ სადმე და დაელოდოთ შაბათ-კვირას, არამედ მაშინვე დააბინავეთ. ამას სულ რაღაც ერთი წუთი დაჭირდება, სამაგიეროდ სახლი ყოველთვის მოწესრიგებული გექნებათ.
ერთი თვე მუყაოს ყუთში
თუ ჯერ კიდევ ვერ ჩანოყალოიბდით გჭირდებათ თუ არა სამზარეულოში ესა თუ ის ნივთი გირჩევთ აიღოთ მუყაოს ყუთი და საეჭვო ნივთები შიგნით მოათავსოთ. საჭიროების შემთხვევაში ნივთს ყუთიდან ამოიღებთ.ერთი თვის შემდეგ ჩაიხედეთ ყუთშ და რასაც შიგნით აღმოაჩენთ შეგიძლიათ თამამად გადააგდოთ, თუ ერთი თვე არ დაგჭირდათ არც შემდეგ დაგჭირდებათ.
ნუ აქცევთ სახლს მუზეუმად
ბევრი ადამიანი ვერ ელევა ძველ ნივთებს. ზოგიერთი მათგანი ალბათ მართლაც ფასეულია ძვირფასია, მნიშვნელოვან მოვლენასთან არის დაკავშირებული და შეგიძლიათ შეინახოთ, მაგრამ ყველა ნივთის შენახვას არ გირჩევთ, სახლს მუზეუმად ნუ აქცევთ.
და ბოლოს
იმისათვის, რომ სახლი ყოველთვის მოწესრიგებული იყოს აუცილებელია ყველა ნივთს თავისი ადგილი ქონდეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.