როგორ მოვაშოროთ ტანსაცმელს დეოდორანტის ლაქა


ნებისმიერ ქალბატონს აღიზიანებს ტანსაცმელზე დარჩენილი დეოდორანტის ლაქა. მისი მოშორება ადვილი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე დეოდორანტები თითქოს კვალს არ უნდა ტოვებდეს, ასე არ არის. აბა, როგორ ვუშველოთ ამ პრობლემას?

1. ცოტაოდენი მარილი



ეს უფრო მაშინ არის მოსახერხებელი, როდესაც ლაქა ჩამჯდარია. დაასველეთ ნაჭერი, დააყარეთ მარილი და გააჩერეთ. რაც დიდ ხანს გააჩერებთ მით უკეთესი. სანამ გარეცხვათ, კიდევ მოაყარეთ მარილი, დაასველეთ, კარგად დასრისეთ და ისე გარეცხეთ.

2. ძველი კოლგოტი



დეოდორანტის ლაქის ამოსაყვანად იდეალური ვარიანტია კაპრონის კოლგოტი. დაამრგვალეთ კოლგოტი და გადაუსვით და
ლაქავებულ ადგილს. ლაქა მაშინვე გაქრება.




კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები