როგორ გავწმინდოთ სწრაფად და ეფექტურად საშხაპე კაბინა


საშხაპე კაბინის კედლების წმენდა მარტივი საქმე ნამდვილად არა არის, ამაზე არც ერთი დიასახლისი ოცნებობს და ხშირად ამ საქმეს სამომავლოდ გადადებენ ხოლმე, თუმცა რაც უფრო დიდი ხნის გასაწმენდია საქმე მით უფრო რთულდება.
გთავაზობთ ეფექტურ ხერხებს, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

ხერხი 1

ეს მარტივი ხერხი იმით არის ეფექტური და საყურადღებო, რომ მომავალში თქვენი საშხაპე კაბინის კედლებს საპნის ნადებისგან დაიცავს.
შაქუბარია ჭურჭლის სარეცხის მანქანის საწმნდ სიტხეზე, რომელსაც ხეხვაც კი არ ჭირდება, უბრალოდ შეასხურეთ ის საშხაპე კაბინის კედლებს შხაპის მიღების შემდეგ.

ნახევარი ჭიქა
წყალბადის ზეჟანგი
ნახევარი ჭიქა სპირტი ან ცოტა მეტი არაყი
ერთი სუფრის კოვზი ჭურჭლის სარეცხი სითხე
ერთი სუფრის კოვზი ჭურჭლის სარეცხი მანქანის სავლები სითხე
2 ჭიქა წყალი

ხერხი 2
ყველაზე მარტივი საშუალება
ეს წყალში გაზავებული ძმარი გახლავთ. ჩაასხით პურვერიზატორიან ბითლში ძმარი, დაამატეთ წყალი, ცოტა ჭურჭლის სარეცხი სითხე და ეფექტური საწმენდი მზად არის.
გაითვალისწინეთ, რომ ეს საშუალება ეფექტურია ხშირი წმენდის დროს და არა ძალიან ჭუჭყიანი ზედაპირის გასაწმენდად.

ხერხი 3

ჩაასხით ბოთლში წყალი, შეურიეთ ერთი სუფროს კოვზი სოდა ან ლიმონის მჟავა, შეასხურეთ ჭუჭყიან ზედაპირს და გააჩერეთ 7-10 წუთი. გახეხეთ ზედაპირი და კარგად ჩამორეცხეთ.

რითი უნდა ჩამორეცხოთ



საშხაპე კაბინის კედლების ჩამოსარეცხად ძალიან კარგი საშუალებაა ეს რეზინის სკრაბი. Aამ აქსესუარის რეგულარულად გამოყენების შედეგად თქვენი კაბინის წმენდის პროცესი ბევრად გამარტივდება.

გავრცელდა აზრი, რომ საწმენდად ასევე გამოგადგებათ შუაზე გაჭრილი მარილმოყრილი გრეიფრუტი, თუმცა გირჩევთ გრეიფრუტი საუზმედ შეინახოთ, საწმენდად კი ჩვენს მიერ შემოთავაზებული მეთოდები გამოიყენოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები