მიზეზები, რის გამოც შესაძლოა სახლში ობი გაჩნდეს

ობი და ნესტი ერთ-ერთი ის პრობლემაა, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ, ყველაზე მოწესრიგებულ სახლშიც კი გაჩნდეს. სოკო, ობი და ნესტი უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ამიტომ საჭიროა ვიცოდეთ, რის გამო შეიძლება გაჩნდეს ობი და ნესტი, რა უნდა მოვიმოქმედოთ საიმისოდ, აღნიშნულ პრობლემას თავი რომ ავარიდოთ.

შეცდომა 1. მილების მდგომარეობის უგულებელყოფა

სადაცცნობილია, რომ ობი და ნესტი ჩნდება მისთვის ხელსაყრელ და კომფორტულ ადგილებში. ასეთი ფაქტორები შესაძლოა იყოს სიბნელე, სიცივე, საჭმლის ნარჩენები, მაღალი ტენიანობა. ამიტომ გირჩევთ პირველ რიგში კარგად შეამოწმოთ მილები, სადმე არ წვეთავდეს.

შეცდომა 2.
ოთახის ზედმეტად დატენიანება


ჰაერის დამატენიანებელი ბოლო დროს საყოფაცხოვრებო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. ეს ლოგიკურიც რის, რადგან ის გამომშრალ ჰაერს ატენიანებს. თუმცა ყველაფერი უნდა იყოს ზომიერი, მათ შორის ოთახის დატენიანება. ამიტომ აღნიშნული მოწყობილობის მოხმარების დროს ყურადღება მიაქციეთ, რომ ტენიანობა არ აღემატებოდეს 55%-ს.

შეცდომა 3. სველი სარეცხის სახლში გაშრობა
ობს და სოკოს დიდ დრო არ სჭირდება, მისთვის ერთი ღამეც საკმარისია, რომ უსწრაფესად გავრცელდეს და გამრავლდეს. სარეცხის სახლში გაშრობა არასდროს არის კარგი, ის ყოველთვის ნეგატიურ შედეგს იძლევა.

შეცდომა 4. მცენარეების ნორმაზე მეტად მორწყვა
გაგიკვირდებათ, მაგრამ ობი მცენარეების უხვად მორწყვამაც შეიძლება გამოიწვიოს. ეს იწვევს ფესვების ლპობასაც. თუ ქოთანში მუდმივად იქნება მაღალი ტენიანობა, შესაბამისად მატულობს სოკოსა და ობის გაჩენის ალბათობა.

შეცდომა 5. აბაზანის კარის ღიად დატოვება

პირველი და მთავარი წესი, არ დატოვოთ აბაზანის კარი ღია შხაპის მიღების დროს.
ორთქლი ბინაში თავისუფლად არ უნდა მოძრაობდეს. ყველაზე იპტიმალურია, შხაპის შემდეგ ჩართოთ ვენტილაცია, რათა შეამციროთ ტენიანობის დონე.

შეცდომა 6. გამწოვზე უარის თქმა

ობს ძალიან უყვარს სამზარეულო. აქ ობისა და სოკოსთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობებია. იმისათვის, რომ თავი აარიდოთ ობის და ოკოს გავრცელებას, სამზარეულოში რამის ადუღების ან მომზადების დროს გირჩევთ ჩართოთ გამწოვი. ასევე დიდი ყურადღება მიაქციოთ ე.წ. ჩაის ტილოებს, როგორ მდგომარეობაშია ისინი, ეცადეთ, მუდმივად მშრალი იყოს.

შეცდომა 7. წიგნების არასწორად შენახვა

ხშირად ობი საცხოვრებელ ადგილად ირჩევს ძველ ჟრნალ-გაზეთებს, წიგნებს. განსაკუთრებით სახიფათოა ისეთი წიგნები, რომელიც სიბნელეში ინახება. ეცადეთ წიგნები ხშირად გაანიავოთ და გაიტანოთ მზეზე.

ეს რაც შეეხება შეცდომებს. ახლა კი მოგცემთ რამდენიმე რჩევას, რითი შეიძლება ობიანი ადგილების დამუშავება, რათა ობი თავიდან არ გაჩნდეს.
კაფელის დასამუშავებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მათეთრებელი ხსნარი.
კერამიკული ფილების დასამუშავებლად ასევე შეიძლება გამოიყენოთ ლიმონი ან ძმარი, რომლიც ობის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა.
აბსოლუტურად უსაფრთხო და უვნებელი საშუალებაა წყალბადის ზეჟანგი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები