როგორ მოვაწყოთ ავტოფარეხი: პრაქტიკული და საინტერესო იდეები

როდესაც სახლში იმაზე ბევრად მეტი ნივთია, ვიდრე ადგილი, ავტოფარეხი შესაძლოა მაშველი რგოლი აღმოჩნდეს. ეს უკანასკნელი დაგეხმარებათ გაათავისუფლოთ გადატვირთული სახლი და დატკბეთ თავისუფალი სივრცით, ისუნთქოთ თავისუფლად.

არსებობს რამდენიმე კითხვა, რომელზე პასუხიც დაგეხმარებათ ადგილის სწორად ორგანიზებასა და სასაურველი შედეგის მიღწევაში.
მაინც, რომელი ნივთების გადაადგილება ჯობს და როგორ?

ავტოფარეხი მხოლოდ მანქანის დასაყენებლი ადგილი არ გახლავთ, ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ ზედმეტი და კონკრეტულ მომენტში გამოუსადეგარი ნივთები დააბინავოთ. ოღონდ, ლამაზად, ისე, რომ ფარეხი უბრალოდ ნივთების გროვად არ იქცეს.
ამ ხრიკის შესახებ ბევრმა ჩვენგანმა იცის,
მაგრამ რეალურად ცოტა ადამიანი თუ სარგებლობს. არადა, რამდენი საინტერესო იდეა არსებობს.


იმისათვის, რომ ავტოფარეხში სივრცე გონივრულად გადაანაწილოთ, უნდა დაყოთ წარმოსახვით ზონებად. ასე შეძლებთ ნივთების პრაქტიკულად დახარისხებას და მეორეც, უკეთესად მიხვდებით, რამდენი და რისი ადგილი გაქვთ. აუცილებელია ფარეხში ასევე სახელოსნოს მოწყობა, სადაც შეინახავთ მანქანის იარაღებსა თუ ნაწილებს.

გირჩევთ გამოყენოთ სხვადსხვა ტიპის ორგანაიზერები, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ ნივთების სწორად და მაქსიმალურად კომფორტულად დახარისხებაში. ასევე ფარეხში შეიძლება იქონიოთ მაგიდა, ეს საქმეს ბევრად გაგიმარტივებთ. ეცადეთ, რომ მაგიდის ზედაპირი ყოველთვის თავისუფალი იყოს და გამოიყენოთ, როგორც სამუშაო ზედაპირი და არა როგორც უსარგებლო ნივთების მოსათავსებელი ადგილი.

ნივთების რაციონალურად გადანაწილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფარეხში იქონიოთ ბევრიო თარო. თაროები ძალიან ბევრ ადგილს ზოგავს და ნივთები თვალსაჩინოა.
იმის გათვალისწინებით, თუ რითია დაინტერესებული ფარეხის მეპატრონე, შეიძლება განთავსდეს სტელაჟი ეზოს ინსტრუმენტებით, ან სათევზაო ატრიბუტუკით, ან საღებავებით, ერთი სიტყვით ყველაფრით, რაც პატრონს შესაძლოა დასჭირდეს.

არც ერთი დიასახლისისთვის იქნება ზედმეტი დამატებითი ადგილი სარეცხის საშუალებებისთვის ან ზედმეტი ჭურჭლისთვის, ჰოდა, ფარეხი ამაში ნამდვილად დაგეხმარებათ.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები