როგორ შევარჩიოთ შალითა დივნისთვის სახლში თუ ოფისში

როდესაც ვსაუბრობთ დივანზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორი შალითა აქვს. მით უმეტეს, რომ ხარისხიანი მასალა დივანს სიცოცხლებს ხანგრძლივი ვადით შეუნარჩუნებს. მაინც, როგორი შალითებია ახლა ტრენდული?

როგორი უნდა იყოს შალითა
დივნის ამ ატრიბუტზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. მას ბევრი რამის ატანა უწევს. დივანზე ვისვენებთ, ვწვებით, მივირთმევთ და ა.შ. ის იმტვერება, ხუნდება, მასზე გვეყრება ნამცეცები, გვესხმება სითხე. ერთი სიტყვით, კარგი ხარისხის შალითა ამ ყველაფერს უნდა უმკლავდებოდეს. ანუ შალითა უნდა იყოს:

  • სასაიმოვნო
  • მკვრივი
  • სქელი
  • ადვილად გასაწმენდი
  • ლამაზი
  • ჰაერგამტარი
  • წყალგამძლე
  • დიდხანს უნდა ინარჩუნებდეს ფერსა და ტექსტურას
  • თუ სახლში შინაური ცხოველები
    გყავთ, ჩამონათვალს აუცილებლად უნდა დაუმატოთ "ანტიბრჭყალი"

შალითისთვის ყველაზე გავრცელებული ვარიანტებია:

  • გობელენი
  • ზამშე
  • ჟაკარდი
  • ველვეტი
  • მიკროფიბრა
  • ეკოტყავი
  • ტყავი
  • ფლოკი

საინტერესოა, რა პლუსები და მინუსები აქვთ ამ მასალებს

გობელენი
ეს გახლავტ ელეგანტური ბუნებრივი მასალა, ბამბა მცირე წილი სინთეტიკით. მისი მინუსი მძიმე წონაა, ასევე ადვილად ჭუჭყიანდება და მალე ხუნდება.

ზამშე
შეიძლება იყოს როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური. არ ეკრობა კანს და გამოიყურება ლამაზად. მინუსი გახლავთ ის, რომ შეიძლება "გატყდეს" და არის რთულად მოსავლელი.

ველვეტი
გამოიყურება საკმაოდ ლამაზად, თუმცა არც ისე ადვილი მოსავლელია და მალე ფუჭდება.

მიკროფიბრა
ძალიან გამძლე მასალაა, რომელიც მალე შრება. ადბილად ირეცხება და ძალიან წააგავს ზამშეს. მის მინუსად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის, რომ ვერ იტანს მაღალ ტემპერატურას.

ტყავი და ეკოტყავი
ლამაზი და გამძლე მასალაა. ტყავის მინუსი ის გახლავთ, რომ საკმაოდ ძვირი ღირს, ეკოტყავი კი ვერ იტანს დს მაღალ ტემპერატურას და მზეს.

ჟაკარდი
საკმაოდ ლამაზი, დახვეწილი და ადვილად მოსავლელი მასალაა, თუმცა მისი მინუსი მაღალი ფასია.

ფლოკი
ეს მასალაც საკმოდ კომფორტული მოსავლელი და მოსახმარია, კარგად იტანს ჭუჭყსა და შინაური ცხოველების ბრჭალებსაც, თუმცა მისი ფასი მინუსად შეიძლება ჩაითვალოს.

რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება დივნის შერჩევის დროს
პირველ რიგში ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა დანიშნულება ექმნება მას ჩვენს სახლში, გვჭირდება დასაძინებლად, დასაჯდომად, დეკორად თუ სხვა.
მნიშვნელოვანია ასევე, თუ სად განთავსდება იგი, ფანჯარასთან ახლოს, მზეზე თ ჩრდილში.
ასევე გასათვალისწინებელია შინაური ცხოველები.
და ბოლოს, შალითა ადვილად უნდა იწმინდებოდეს, უნდა იყოს კომფორტული, ლამაზი და ყოველმხრივ მოსახერხებელი.

კომენტარები

ideodub 2024-10-17 18:39
Base Case LE and QALEs buy priligy 30 mg x 10 pill

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები