8 ნივთი, რომელიც ნებისმიერ სახლს ვიზუალურად აღარიბებს

შეიძლება ამას არც ვაღიარებდეთ, მაგრამ, გარდა იმისა, რომ გვინდა ჩვენი სახლი იყოს მყუდრო და კომფორტული ასევე გვინდა, რომ მან დადებითი შთაბეჭდილება მოახდინოს სხვა ადამიანებზეც.

1. ვიწრო ხალიჩა შესასვლელში

ხალიჩა მართლაც ის აქსესუარია, რომელიც ინტერიერს დასრულებულ იერს ანიჭებს და სიმყუდროვეს სძენს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ოთახშია მოთავსებული. კორიდორი კი ის ადგილი ნამდვილად არ არის, სადაც ხალიჩა უნდა ეგოს. კორიდორში ხალიჩა მხოლოდ მტვრის ბუდეა. თუ ამის საჭიროება არსებობს, შეარჩეთ ისეთი პატარა ხალიჩა, რომელიც ინტერიერს ჰარმონიულად მოერგება და გარკვეული ფუნქციაც ექნება.

2. დეკორატიული ბალიშის შალითა

ხშირია შემთხვევები, როდესაც ბიუჯეტურ დივანს მოჰყვება ბალიშები, რომლის შალითებიც იმავე ქსოვილით არის შეკერილი, რომლითაც თავად დივნის შალითა. ასეთი ტანდემი მოსაწყენი და არც ისე მიმზიდველია. უმჯობესაი დივნის შალითა, ფარდა და დეკორატიული ბალიშები სხვადასხვა ქსოვილისგან იყოს შეკერილი, ბალიშებისთვის შეგიძლიათ შეარჩიოთ განსხვავებული ფერები, თუნდაც პრინტები, რა თქმა უნდა, შესაფერისი პალიტრის.

3. ფარდა ოთახებს შორის

სივრცის გამოსაყოფად დიასახლისები ხშირად იყენებენ ფარდებს, იქნება ეს მძივების, ბამბუკის თუ სხვა ტიპის, თუმცა, გვინდა გითხრათ, რომ თანამედროვე ინტერიერში ეს აქსესუარი ვერაფრით იწერება, უბრალო თაღი ეფექტური და დახვეწილი გადაწყვეტილება იქნება.

4. აბრეშუმის თეთრეული

აბრეშუმი ძვირფასი ქსოვილია. ბევრი დიასახლისი სწორედ ამის გამო ყიდულობს მის მსგავს ხელოვნური ქსოვილის თეთრეულს იმის იმედით, რომ ვიზუალურად აბრეშუმის ეფექტი ექნება, თუმცა, გვინდა გითხრათ და პრაქტიკამაც ცხადყო, რომ ეს ძალიან მოუხერხებელი და არც ისე ლამაზი გადაწყვეტილებაა. გვერწმუნეთ, ბუნებრივი ქსოვილი ბევრად ესთეტიურადაც გამოიყურება და კომფორტულიც არის.

5. ჭაღი

საბჭოური ჭაღები, მდიდრული სტილის, მოჩუქურთმებული, დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. თანამედროვე სამყაროში თუ გსურთ, რომ თქვენი ინტერიერი დახვეწილი, ელეგანტური და მოდური იყოს, გირჩევთ უპირატესობა თავშეკავებულ, სადა მოდელებს მიანიჭოთ.

6. ხელოვნური ყვავილები

საბედნიეროდ მოვიდა დრო, როდესაც აბსოლუტურად უსარგებლო, მტვრის დამგროვებელი ხელოვნური ყვავილები ბუნებრივმა ჩაანაცვლა, ამ ცვლილების ერთ-ერთ დამაბრკოლებელ ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ბუნებრივი მცენარეები მოვლას საჭიროებენ, თუმცა გარწმუნებთ და გირჩევთ, უმჯობესია ცოტაოდენი დრო მათ მოვლას დაუთმოთ და შედეგად გექნებათ ბევრად დახვეწილი, ჯანსაღი და მოდური ინტერიერი, ხელოვნური ყვავილების ადგილი კი 21-ე საუკუნეში ნამდვილად აღარ არის.

7. აბაზანის პრინტებიანი პირსახოცები

ალბათ მიხვდით, რომ დღევანდელი დღის ტრენდი ლაკონურობაა. ეს ეხება აბსოლუტურად ყველაფერს, მათ შორის ტექსტილსაც, კონკრეტულად კი აბაზანის პირსახოცებს. ადრე ცხოველის პრინტიანი პირსახოცები ძვირფას ნივთად თუ მიიჩნეოდა, დღეს ის სადა ორნამენტებიანმა მოდელებმა წარმატებით ჩაანაცვლეს და მართლაც ბევრად უკეთესი შედეგი მივიღეთ, ესთეტიური თვალსაზრისით ასეთ ტექსტილი ბევრად მიმზიდველად გამოიყურება.

8. ძველი ავეჯი და თანამედროვე ტექნიკა

ალბათ ყველასთვის თვალშისაცემია ისეთი ინტერირი, სადაც თავს იწონებს ახალი ტექნიკა, თუმცა ავეჯი შუფერებელი და ძველია, გირჩევთ, ეს ხარვეზიც გამოასწოროთ და ავეჯის გაახლებაზე ან რესტავრაციაზეც იფიქროთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები