ექიმები აბსოლუტურ სიბნელეშე ძილს გვირჩევენ.
თუ ანთებულ შუქში ძილი გიყვართ, ძალიან დიდი ალბათობა არსებობს იმის, რომ სიმსუქნე შეგაწუხებთ. ეს დასკვნა ამერიკელმა სპეციალისტებმა გააკეთეს. გარდა სიმსუქნისა, ანთებულ შუქში ძალმა, შესაძლოა ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც გამოიწვიოს, დიდი შანსია, რომ ადამიანს დაემართოს დიაბეტი ან ჰიპერტონია.
ექიმები გვირჩევენ, უფრო მეტიც, მკაცრად მოითხოვენ, რომ დავიძინოთ აბსოლუტურ სიბნელეში. ერთი ღამეც კი საკმარისია მკრთალ სანათის შუქზე ძილის, რომ ადამიანს სისხლში შაქრის დონემ საგრძნობლად აუწიოს და გულისცემა გაუხშირდეს.
სომნოლოგები ასევე გვაფრთხილებენ, რომ არც ძალიან ხანგრძლივი ძილია კარგი ადამიანის ჯანმრთელობისთვის.