უამინდობის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო კვლავ მოსახლეობას აფრთხილებს



საქართველოში კვლავ წვიმას და ელჭექს ელიან. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,20 მაისის დღის ბოლოდან 21 მაისის ჩათვლით საქართველოს უმეტეს, ხოლო 22 მაისს ქვეყნის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. "მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში კი 10-დღიანი ამინდის პროგნოზი ასეთია:

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები