ხე, ქვა და სხვა ბუნებრივი მასალები დეკორაციაში არა მხოლოდ მოდის ტენდენციაა, არამედ ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნების საშუალებაც ყოფილა. აი, პლასტმასის და სხვა ხელოვნური მასალის სიმრავლე კი პირიქით, დამატებით სტრესს უქმნის ნერვულ სისტემას.
ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ხის ზედაპირები ხელს უწყობს გულისცემის და არტერიული წნევის ნორმალიზებას, ხოლო ხის დეკორაციებით გაფორმებულ ოთახებში მძინარე ადამიანები ძილის დროს მნიშვნელოვნად უკეთ აღიდგენენ სასიცოცხლო ძალებს.

დიახ, სწორად შერჩეულმა ბუნებრივმა მასალებმა საცხოვრებელი ფართის დიზაინში შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ჩვენი ემოციური მდგომარეობა, შეამციროს სტრესის დონე და გააუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი. ინტერიერში ბუნებრივი
მასალისა და მცენარეების მცირე რაოდენობასაც კი შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს შფოთვის დონე.
"ჩვენი ტვინი ევოლუციურად მორგებულია ბუნებრივ ტექსტურებთან და მასალებთან ურთიერთობას. როდესაც ჩვენ გარშემორტყმული ვართ პლასტმასით და სინთეტიკით, ქვეცნობიერი აუცილებლად აღიქვამს ამ "არაბუნებრიობას", რაც დამატებით სტრესს უქმნის ნერვულ სისტემას", - განმარტავს ექსპერტი.

ბუნებრივ მასალებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საძინებლისა და მოსასვენებელი კუთხეების დეკორაციაში.
ეს დაკვირვებები განმტკიცებულია სამეცნიერო კვლევებით. იაპონელმა მეცნიერებმა ცუკუბას უნივერსიტეტიდან, რომლებმაც შეისწავლეს ხის გავლენა ძილის ხარისხზე, დაადგინეს, რომ ადამიანები, რომელთა საძინებლებში დიდი რაოდენობით ხის ელემენტებია, ორჯერ უფრო ნაკლებად განიცდიან უძილობას, ვიდრე ისინი, ვინც არ იყენებს ხეს საძინებლის ინტერიერში. გარდა ამისა, ხის ელემენტების გამოყენებამ საძინებელში კომფორტის განცდა 3,25-ჯერ გაზარდა.
რა მასალები ეხმარება ადამიანს ჯანსაღი ინტერიერის შექმნაში?
ჯანსაღი ინტერიერის შექმნაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბუნებრივი ბოჭკოებისგან დამზადებული ტექსტილის მასალები. ექსპერტის აზრით, თეთრეული, ბამბა და მატყლი არა მხოლოდ სასიამოვნოა შეხებით, არამედ ქმნის ხელსაყრელ მიკროკლიმატს ოთახში, ხელს უწყობს ჰაერის ტენიანობის რეგულირებას და აქვს ბუნებრივი ანტიბაქტერიული თვისებები.

ბუნებრივი ქვა ინტერიერის გაფორმებაში ქმნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდას. ეს უძველესი მასალა ქვეცნობიერად ასოცირდება საიმედოობასთან და უსაფრთხოებასთან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სივრცეებისთვის, როგორიცაა აბაზანა ან ოფისი.
სახლის მცენარეები
კვლევამ აჩვენა, რომ ბუნებრივი მასალისგან დამზადებულმა პატარა ელემენტებმაც კი შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს ოთახის ატმოსფეროზე. პლოვდივის (ბულგარეთის) სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა საერთაშორისო კვლევამ კოვიდ-19 პანდემიის დროს აჩვენა, რომ ოთახის მცენარეები და ფანჯრის ხედი მნიშვნელოვნად ამცირებს შფოთვის დონეს და დეპრესიის სიმპტომებს თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებში. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ მცენარეების არსებობა ყოველდღიური საზრუნავებისგან "განშორების" ეფექტს ქმნიდა და ხელს უწყობდა ადამიანის ფსიქიკურ სიჯანსაღეს.
წნული კალათები, ხის ფოტოჩარჩოები, კერამიკული ლარნაკები - ყველა ეს ელემენტი სივრცეში უნიკალურ ენერგიას ქმნის.
მნიშვნელოვანია სხვადასხვა ბუნებრივი ტექსტურის კომბინაციები. გლუვი ხის, უხეში ქვის და რბილი ტექსტილის კომბინაცია ქმნის სენსორულ მრავალფეროვნებას, რომელიც სასარგებლო გავლენას ახდენს ფსიქიკაზე. ასეთი ინტერიერი მუდმივად აწვდის ტვინს ახალ ტაქტილურ და ვიზუალურ ინფორმაციას გადატვირთვის გარეშე.
ინტერიერში ბუნებრივი მასალის გამოყენებას ასევე აქვს ეკოლოგიური მნიშვნელობა. ექსპერტის აზრით, უახლოეს წლებში ინტერიერში ბუნებრივი მასალის გამოყენების ტენდენცია მხოლოდ გაძლიერდება, რადგან ადამიანები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნის აუცილებლობას. ამავდროულად, დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიები ბუნებრივ მასალებს უფრო პრაქტიკულსა და გამძლეს ხდის, ინარჩუნებს მათ სასარგებლო თვისებებს.