დაიწყო ვეგეტაციის პერიოდი... ვიზრუნოთ ჩვენი ლამაზი ყვავილებისთვის.
ჩვენივე ხელით დამზადებული იდეალური სასუქი, რომელიც ძალიან სასარგებლოა სახლის ზრდასრული მცენარეებისთვის, ასევე ჩითილებისთვის....
ამ სასუქის მომზადებას სჭირდება ორი კვირა მაინც... 10 დღე... მაგრამ იმდენად სასარგებლოა, რომ ღირს ამის გაკეთება:
ავიღოთ 1 კგ ჩვეულებრივი ლობიო - წითელი... მინდვრის ლობიოს რომ ეძახიან.... ჩავყაროთ თასში და დავასხათ ერთი ლიტრი წყალი... თასი უმჯობესია იყოს არაგამჭვირვალე... ემალის ჯობია.... დავაფაროთ თავზე.... ცელოფანი ან ნაჭერი... არა გამჭვირვალე, არა შავი - არამედ ღია ყავისფერი, ან სტაფილოსფერი (ამას აქვს მნიშვნელობა). და დავდგათ კარგად განათებულ
ადგილას. უბრალოდ თავზე ეფაროს ეს ნაჭერი. დროდადრო დავხედოთ ხოლმე. როცა გაღვივდება ლობიო, გამოიტანს პატარა თავებს (თუ შეშრა, დავამატოთ ერთი ჭიქა წყალი) - ანუ ორი კვირა რომ გავა. ეს გაღვივებული დამბალი ლობიო დავაბლენდეროთ, რომ მიიღოს ფაფის კონსისტენცია. შემდეგ გადმოვიტანოთ საწურში, დაველოდოთ გაიწუროს კარგად. ხელითაც ვსინჯოთ და მიღებულ მასას (საკმაოდ ბლანტია) დავამატოთ 5 ლიტრი ოთახის ტემპერატურის წყალი და გავაჩეროთ ორი დღე ასე.
საკმაოდ ბევრი გამოდის. შეგვიძლია გამოვიყენოთ. ინახება მაცივარში. დილით თუ გვინდა მოვრწყათ მცენარეები, საღამოს გამოვიღოთ და დილამდე მიიღებს ოთახის ტემპერატურას.
არაჩვეულებრივია ქოთნის ყვავილებისთვის. ვრწყავთ წვრილად და პირდაპირ ძირში ვუსხამთ... ხელახლა მოვრწყათ, როცა შეშრება მიწა ჩვეულებრივად - ამ ხსნარით. ეს ეხება მხოლოდ ამ პერიოდს - გაზაფხულის პერიოდს, როცა იღვიძებს მცენარე, როცა ჩითილებს, თესლებს ვთესავთ... ქოთნის ყვავილების ფესვები იწყებენ ახალი ტოტების, ფესვების გამოღებას და ეხმარება ამაში.
მარინა ვაშაძე