8 სურნელოვანი მცენარე, რომლის მოყვანასაც ქოთანში შეძლებთ

მცენარეებს აქვთ უნარი ეფექტურად გაწმინდონ ჰაერი, ზოგიერთ მათგანს კი საოცარი სურნელი აქვს და მათი მოყვანა სახლის პირობებში, ქოთანშიც კი არის შესაძლებელი.



ჩერვილი

ამ მცენარეს აქვს სასიამვნიო, რბილი არომატი. ჩერვილი კულინარიაშიც არის ცნობილი და გამოიყენება როგორც სანელებელი.



ლავანდა

მართალია, ლავანდა მინდვრის ყვავილად ითვლება, თუმცა მისი მოყვანა ქოთანშიც არის შესაძლებელი. ის ვიზუალურადაც ძალიან ლამაზი არის და არომატიც არაჩვეულებრივი აქვს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ლავანდას სურნელი ადამიანს განტვირთვაში ეხმარება და ასევე ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას.



ორქიდეა ონციდიუმი
სათანადო მოვლის შემთხვევაში ეს ყვავილი პატრონს არა
მარტო სურნელით ატკბობს, არამედ ვიზუალურ სიამოვნებასაც ანიჭებს.



გარდენია
ეს ყვავილი საკმაოდ პრობლემურია. მას სჭირდება ნათელი და ნოტიო ადგილი, ყვავის შემოდგომიდან გაზაფხულის ჩათვლით. ზაფხულში უმჯობესია გარეთ გაიტანოთ.



ბაზილიკი
ბაზილიკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შინაური მცენარეა. მას აქვს ძალიან სასიამოვნო მენთოლის სურნელი. ფართოდ გამოიყენება კულინარიაში.



არაბული ჟასმინი
ეს ყვავილი თქვენს სახლს ჯადოსნური არომატით გააჯერებს. ის მთელი წლის განმავლობაში ყვავის. მისი ფოთლები შეგიძლიათ გაახმოთ და დაუმატოთ მწვანე ჩაის.



პიტნა
გიყვართ მოხიტო? მაშინ გირჩევთ ფანჯრის რაფაზე პიტნა გაახაროთ და დატკბეთ მისი სურნელით, ძილის წინ კი მისი ჩაი მიირთვათ.



სურნელოვანი გერანია
ეს მარადმწვანე ყვავილი არ ითხოვს დიდ ყურადღებას, თუმცა მთელი წელი უანგაროდ გემსახურებათ. მისი სურნელი აფრთხობს კოღოებს და სხვა მწერებს. ამ ყვავილს აქვს ასევე ანტივირუსული და ანტიბაქტერიული თვისებები. ამ მცენარეს ოდნავ სპეციფიური სურნელი აქვს, ერთმანეთში არეული ვაშლის, ლიმონის, ვარდის, პიტნის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები