კაქტუსი ყოველთვის ეკლიანი როდია, თუმცა სახელწოდება ძველბერძნულიდან ითარგმნება, როგორც ეკლიანი მცენარე.
1. მართალია, რომ კაქტუსის დაღუპვა თითქმის შეუძლებელია?
ეს სიმართლე არ გახლავთ და თუ როდისმე თქვენი კაქტუსი დაიღუპა, ეს მარტო თქვენ როდი დაგმართნიათ. ამის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ხშირი მორწყვა ან ცუდი დრენაჟია.
2. კაქტუსი ყვავის?
დიახ, კაქტუსი მოყვავილე მცენარეა, თუმცა ზოგიერთი მათგანი უფრო ხშირად ყვავის.
3. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ კაქტუსმა იყვავილოს?
3-4 წლიდან კაქტუსი ყოველ წელს უნდა ყვაოდეს. თუ კაქტუსი ქოთანში გაქვთ და არასდროს უყვავილია, სავარუდოდ არც არასდროს იყვავილებს.
4. რომელი ჯიში გამოადგებათ ახალბედებს?
იაპონური მთვარის კაქტუსი, ჰიმნოკალიციუმი, ლამაზი დეკორატიული ჯიშია, რომელიც საკმაოდ ადვილი მოსავლელია.
ასევე ეფექტურად გამოიყურება ოპუნცია, იგივე კურდღლის ყურები.
ის ნებისმიერი ოჯახისთვის შესანიშნავი დეკორატიული აქსესუარი იქნება.
ყველაზე გავრცელებული ვარიანტია ასევე მამიალიარია.
5. როგორ მოვიქცეთ, რომ ეკალმა არ დაგვჩხვლიტოს
ძალიან აკურატულად უნდა შევეხოთ, უმჯობესია - სქელი ხელთათმანებით.
6. ყველა კაქტუსი ეკლიანია?
არა. ითვლება, რომ ყველა კაქტუსი უდაბნოში იზრდება, თუმცა არსებობს ტყის კაქტუსებიც, რომელიც ეკლიანი არ არის.
7. რამდენი ხანი ცოცხლობს კაქტუსი?
ველურ ბუნებაში კაქტუსი 100 წელიწადი ცოცხლობს. შენობაში არა უმეტეს 10 წლისა. თუმცა ბებერი კაქტუსი საკმაოდ არაესთეტიურად გამოიყურება.
კომენტარები