როგორ განვათავსოთ ყვავილები ფანჯრის რაფაზე - საინტერესო იდეები

ყველამ კარგად ვიცით, რომ ნებისმიერ სახლში ყველაზე ნათელი ადგილი ფანჯრის რაფაა, მაგრამ როგორ მოვათავსოთ ყვავილები რაფაზე ისე, რომ შედეგად ერთი დიდი ქაოსი არ მივიღოთ?
ჰო, ყვავილები ფანჯრის რაფაზე შერეულ გრძნობებს იწვევს, თითქოს ლამაზია, უფრო მეტად კი ასეა საჭირო, არადა საკმაოდ მოუხერხებელაი, ფანჯრის გაღება შეუძლებელია, რაც ნებისმიერ დიასახლისს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის.

არადა, ჩვენი მწვანე მეგობრები შესაძლებელია დეკორის ნაწილად ვაქციოთ და დავტკბეთ მათი ყურებით.
სხვათა შორის, დეკორატორები და დიზაინერები მუდმივად მუშაობენ იმაზე, რომ ოთახის მცენარეები მაქსიმალურად მოარგონ ინტერიერს ისე, რომ დიასახლისმაც და
მცენარემაც თავი კომფორტულად იგრძნონ. მართლაც საინტერესოა, როგორ მივაღწიოთ ამ ეფექტს?

ჯანსაღად შეაფასეთ შანსები

რა თქმა უნდა, დიზაინერებს მცენარეების ფანჯრის რაფაზე განთავსების სპეციალური წესები არ გააჩნიათ, აქ ყველაფერი თავად მცენარეზეა დამოკიდებული, მის მოთხოვნებზე. მაგალითად, ჩრდილის მოყვარული მცენარეები არ უნდა დააბინავოთ ფანჯარაზე, რომელიც სამხრეთით გადის და მოყვავილე მცენარეები ჩრდილოეთით გამავალზე. ამ შემთხვევაში დიზაინერები გვირჩევენ საერთოდ გავათავისუფლოთ ფანჯარა მცენარეებისგანაც და თქვენ წარმოიდგინეთ, ფარდებისგანაც კი, რათა ოთახში მაქისმალურად დიდი რაოდენობთ შემოაღწიოს მზის სინათლემ.
ფანჯრის რაფის დეკორირების დროს უნდა მოიქცეთ ისე, როგორც ნებისმიერი სხვა ადგილის დეკორირების დროს. ეს კი მოიცავს თეზისს, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:
დაიწყეთ ფანჯრის დეკორირება ისე, როგორც ამას თაროს, სტელაჟის ან ბუხრის შემთხვევაში გააკეთებდით და სასურველი შედეგი გარანტირებული გექნებათ.

შეადგინეთ გეგმა

სანამ ყვავილებს რაფაზე განათავსებდეთ, აუცილებელია გქონდეთ კონცეფცია. ეცადეთ შექმნათ კომპოზიცია, იდეა შეიძლება იყოს ნებისმიერი, მთავარია, რომ რაღაც მონახაზი წინასწარ არსებობდეს.
შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო მაგალითს.

1. რაც ნაკლები მით უკეთესი

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ერთი ან ორი მოზრდილი მცენარე ერთ რაფაზე საკმარისია და ირგვლივ ცარიელი ადგილი პრობლემას კი არ ქმნის, პირიქით, აქცენტი მცენარეზე გადააქვს.

2. შეზღუდული არჩევანი

განსაზღვრეთ ტიპი, ფერი და რაფაზე მხოლოდ ისე განათვსეთ, ან ერთი ტიპის მცენრეები ან ერთი ტიპის ქოთნები. არ მოგეჩვენოთ მოსაწყენად, ეს ამართლებს. ეს მეთოდი ეხება არა მარტო ფანჯრის რაფას, მთელ ინტერიერს.

3. გაერთიანებული საყვავილე

შეგიძლიათ მთელი თქვენი ბაღი ერთ კონტეინერში, ყუთში ან თუნდაც ლარნაკში მოათავსოთ.

4. კომპოზიცია არა მხოლოდ ყვავილებისგან

არ არის აუცილებელი კომპოზიცოა მოიცავდეს მხოლოდ ყვავილებს, შეგიძლიათ გააფორმოთ სხვადასხვა ელემენტით, რაც აბსოლუტურად თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

5. მცენარის მასშტაბის მიხედვით

თუ ფანჯრის რაფა პატარა ზომის არის, იმუშავეთ მასშტაბზე, ეს ძალიან საინტერესოა. დღესდღეობით მინი-ბაღი ძალიან აქტუალურია და საამისოდ უამრავი მცენარე არსებობს.



6. არა მარტო ქოთანი

ეს ახალი იდეა ნამდვილად არ გახლავთ, უბრალოდ, ის ასათვისებელი და მეტად გამოსაყენებლია. არადა, ძალიან საინტერესოა.

7. იჭმევა-არ იჭმევა


ეს კი მინი-ბოსტანია, ლამაზიც არის და სასარგებლოც. მართლაც წარმატებული კონცეფციაა.

8. უნიფორმა

არის შემთხვევები, ყვავილები დიდი ხანია ფანჯრის რაფაზეა, თავს მშვენივრად გრძნობენ, მაგრამ მოგვბეზრდა, ისე ვეღარ გვახარებს, ამ შემთხვევაში გთავაზობთ ტანსაცმელს ქოთნებისთვს, რომელიც შეგიძლიათ ცვალოთ იმ სიხშირით, როგორც გაგიხარდებათ.

9. რიტმი და სიმეტრია

რიტმი და სიმეტრია ადამიანის თვალს ძალიან სიამოვნებს და ეცადეთ ეს ფაქტორიც გამოიყენოთ - განათავსეთ მცენარეები არა ჩვეულებრივად, არამედ სიმეტრიულად და ნახავთ, რომ შედეგი ეფექტური იქნება.

10. მთავარი და მეორეხარისხოვანი

ასკეტიზმი ყველას როდი ხიბლავს. ყოველთვის როდი ხერხდება ერთი ტიპისა და ერთი ფერის ქოთნების განთავსება რაფაზე, ამ შემთხვევაში თქვენი ბოტანიკური წარმატების საიდუმლო საინტერესო კომპოზიციაა, რომელსაც სხვადასხვა ტიპის მცენარეებისა და ქოთნებისგან შექმნით.

11. ახალ საფეხურზე

ფანჯრის რაფა განიერიც რომ იყოს, არ გირჩევთ ქოთნების ორ როგად განლაგებას. უკანა რიგს ვერავინ დაინახავს. ამ შემთხვევაში ჯობს დაფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ შექმნათ ახალი საფეხური, ახალი დონე. მაგალითად, რაფასთან შეგიძლიათ მიდგათ პატარა მაგიდა და ყვავილები იქ დაალაგოთ.

12. ჰორიზონტალურად

ხშირად ფანჯარასთან აკეთებენ სპეციალურ თაროს. მართალია, ის იპარავს დღის სინათლეს, თუმცა ნამდვილად ლამაზად გამოიყურება. თუმცა, თუ ამ ვარიანტს შეარჩევთ, წინასწარ იფიქრეთ იმაზე, როგორ გაწმენდთ ფანჯარას.

13. ვერტიკალურად

ნუ დაივიწყებთ იმასაც, რომ ქოთნების დაკიდებაც შეიძლება. რეილინგების და სპეციალური საკიდების საშუალებით შეგიძლიათ კაშპო ნებისმიერ ადგილზე დაკიდოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები