ოთახი მცენარეები ახალისებს გარემოს და ახარებს თვალს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქაოტურად არ არის განთავსებული და ლამაზ ქოთნებში, სწორად განლაგებული იწონებს თავს. მაინც, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ოთახის მცენარეები ქაოტურად რომ არ გამოიყურებოდეს და რომ არ გვაღიზიანებდეს.
პირველ რიგში კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ მცენარეებს სჭირდებათ სათანადო მოვლა. მათ უნდათ სწორად მორწყვა, ფოთლების წმენდა, დროული გადარგვა და ა.შ. ერთი სიტყვით, სჭირდება ყურადღება და დროც, თანამედროვე დიასახლისებს კი, როგორც წესი, არც ერთი აქვთ და არც მეორე. შედეგად მცენარე ჭკნება, უფერულდება და
ოთახის მცენარე განიხილება არა მარტო როგორც ცალკეული მცენარე, არამედ ქოთანიც, ეს ატრიბუტი ძალიან მნიშნელოვანია. ჭრელი, ფერადი ქოთანი არც ისე ესთეტიურად და ლამაზად გამოიყურება. ამიტომ ოთახის მცენარეები უნდა აღვიქვათ, როგორც ქოთნის ყვავილები და არა პირიქით. ლამაზი ქოთნის გარეშე ყველაზე ლამაზი მცენარეც კი კარგავს თავის ხიბლს. დახვეწილი ქოთანი კი უშნო მცენარესაც კი სულ სხვაგვარად წარმოაჩენს.
პატარა ზომის ქოთნის ყვავილების იატაკზე განთავსება არც ისე სასურველია, დროთა განმავლობაში ის უბრალოდ მტვრის ბუდედ გადაიქცევა. სულ სხვა საქმეა, თუ მცენარე მაღალია, ის ძალიან ლამაზია, უბრალოდ, მას შესაბამისი ადეგილი უნდა მიუჩინოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი ის ოთახის ნამდვილ მშვენებად იქცეს.
თუ ოთახის მცენარე საშუალო ზომის არის და ფანჯრის რაფაზე მისთვის ადგილი არ მოიძებნა გირჩევთ შეიძინოთ სპეციალური სადგამი. ასე ოთახი ბევრად ესთეტიურად გამოიყურება.
თუმცა ისეთი სადგამი ნამდვილად არ არის მისაღები, როდესაც ბევრი ყვავილი ერთად შეიძლება განთავსდეს.
ბევრი ქოთანი, თუნდაც ლამაზი, ერთ ოთახში განლაგებული ნებისმიერ შემთხვევაში ქაოტურად გამოიყურება.
ეცადეთ ქოთნები განათავსოთ ფერთა გამის მიხედვით. ასე უფრო ესთეტიურად გამოჩნდება.
თუ ყვავილის ქოთანი არ არის ვიზუალურად ისეთი, როგორიც მოგეწონებოდათ და გადარგვა ვერ ან არ ხერხდება, არსებობს გამოსავალი - მოუქსოვოთ შალითა ან გაალამაზოთ ტილოს ან ჯვალოს ნაჭრით. ამის გაკეტება საკუთარი ხელითაც არის შესაძლებელი.
ერთი სიტყვით, ყველაფერში მთავარია ზომიერება და სისადავე და სასურველ შედეგს აუცილებლად მიიღებთ.