სანამ ქოთნის ყვავილების შეძენას გადაწყვეტთ, ჯერ დაფიქრდით და ჰკითხეთ საკუთარ თავს, არის კი თქვენს სახლში საკმარისი მზე?
ყვავილების შეძენის დროს დიასახლისები, როგორც წესი, წარმოიდგენენ ხოლმე, როგორ ლამაზად გამოიყურება ესა თუ ის მცენარე საწოლის გვერდით ტუმბოზე, სარკესთან, თუმცა იმაზე სულაც არ ამახვილებენ ყურადღებას, რამდენად კარგი პირობები აქვთ ყვავილებისთვის, ვგულისხმობთ ძირითადად განათებას. არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თქვენი ყვავილის მომავალი სწორედ განათებასა და მოვლაზეა დამოკიდებული.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ყვავილების შეძენის დროს.
ბავშვები და შინაური ცხოველები
ამა თუ იმ
მცენარის შეძენის დროს გირჩევთ აუცილებლად გაითვალისწინოთ ის ფაქტორი, გყავთ თუ არა ოჯახში ბავშვები და შინაური ცხოველები. თუ გყავთ, დაინტერესდით, ტოქსიკურია თუ არა თქვენს მიერ შერჩეული ქოთნის ბინადარი და რამდენად უსაფრთხოა იგი თქვენი ოჯახის წევრებისთვის.
თუ სახლში პატარა ბავშვია, ეცადეთ მცენარეები ისეთ ადგილზე განათავსოთ, რომ ბავშვი ვერ მისწვდეს. იგივე ეხება შინაურ ცხოველებს.
მზის შუქი და დღის განათება
კიდევ ერთი დეტალი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ ოთახის მცენარეების შეძენის დროს, რომელ ოთახში უნდა დააბინავოთ და არის თუ არა იმ ოთახში საკმარისი განათება. თუ ოთახი, რომელშიც ყვავილის მოთავსებას აპირებთ, მზის მხარეს გადის, ჩათვალეთ, რომ პრობლემა არ არსებობს. თუ ჩრდილოეთის მხარეა და მზის შუქის დეფიციტია, მაშინ სასურველი ყვავილების ჩამონათვალი კლებულობს და ისეთი მცენარე უნდა შეარჩიოთ, რომელსაც ჩრდილი უყვარს.
ჰაერის ტენიანობა
თბილ სეზონზე ეს პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ საკმარისია აცივდეს და ჩართოთ გათბობა, რომ გამომშრალი ჰაერი თქვენს ოთახის მცენარეებს პრობლემებს შეუქმნის.
ყველა ტროპიკულ მცენარეს, როგორც წესი, უყვარს ტენიანი ჰავა, ამიტომ თუ სახლში ამის პრობლემა გაქვთ, ეცადეთ ტროპიკული მცენარეები არ შეარჩიოთ.
თქვენი დღის განრიგი
დიახ, ოთახის მცენარეებს სჭირდებათ რეგულარული მოვლა და რეჟიმი, ამიტომ გირჩევთ მკაცრად გაწეროთ თქვენი დღის გრაფიკი და იგი მცენარეების ინტერესებსაც მოარგოთ.
ნიადაგი და დრენაჟი
ყვავილების შეძენის დროს ძალიან მნიშვნელოვანია კარგი ნიადაგი და დრენაჟი, ამაში ფულის დაზოგვას არ გირჩევთ, ის პირდაპირ კავშირშია თქვენს მიერ შერჩეული მცენარის კეთილდღეობასთან.