როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს შვებულების დროს


ნანატრი შვებულების მოახლოებისას ვემზადებით, ვყიდულობთ სამგზავრო ბილეთებს, ვჯავშნით სასტუმროს, ვადგენთ საყიდლების სიას,
ასევე უნდა ვიზრუნოთ ოთახის მცენარეებზე. რა რჩევები უნდა გავითვალისწინოთ ამ შემთხვევაში.

გაარკვიეთ თქვენი ყვავილების ტიპი


თუ არ გიჟდებით ყვავილების მოვლაზე, გირჩევთ ისეთი ყვავილები შეარჩიოთ, რომელთაც მოვლა არ სჭირდება. თუ ასეთ ყვავილები გაქვთ შერჩეული, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს ბინაში ბინადრობენ ძირითადად კაქტუსები, სუკულენტები. თუ მართლაც ასეა, მაშინ გამგზავრების წინ მათი საგულდაგულოდ მორწყვა და მზიან ადგილს განთავსება აბსოლუტურად საკმარისი იქნება.

მაგრამ ვისაც შედარებით პრეტენზიული მცენარეები აქვს სახლში, მან კი
უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მწვანე ბინადრებს არაფერი მოაკლდეთ.
დავიწყოთ იმით, რომ უნდა ჩავატაროთ მოსამზადებელი სამუშაოები. კარგად დაათვალიერეთ მცენარე, თუ რომელიმე გამხმარ ან დაზიანებულ ფოთოლს ან ყვავილს შეამჩნევთ, მოაცალეთ. თუ მცენარე ყვავის და თქვნი შვებულება ერთ თვეს ან მეტხანს გასტანს, მაშინ მოყვავილე ტოტებიც უნდა დააჭრათ მცენარეს.

რაც უფრო მეტ დღის სინათლეს იღებენ მცენარეები დღის განმავლობაში, მით მეტი წყალი სჭირდებათ. თუ გინდათ, რომ თქვენი ყვავილები არ გახმეს, ფანჯრის რაფიდან გადაალაგეთ, ისეთი ადგილი მიუჩინეთ, რომ სინათლე ძალიან არ ხვდებოდეს, შესაბამისად, წყალიც ნაკლები დასჭირდებათ. რომ დაბრუნდებით სახლში, ყვავილებს ძველ ადგილს დაუბრუნებთ.

გახსოვდეთ, სინათლის შეზრუდვა მის მოსპობას არ ნიშნავს, ზომიერი განათება მცენარეს აუცილებლად სჭირდება.
გასაგებია, რომ ოთახის მცენარეებს პერიოდულად სჭირდებათ სასუქი, რათა სრულად მიიღონ ყველა საჭირო მიკროელემენტი, თუმცა გირჩევთ, გამგზავრების წინ ამ პროცედურის ჩატარებისგან თავი შეიკავოთ, რადგან პროცესის გაკონტროლებას ვერ შეძლებთ.

აუცილებლად იფიქრეთ წინასწარ იმაზე, როგორ მიიღებენ წყალს თქვენი მცენარეები. თუ მეზობელი ან ახლობელი ვერ შეძლებს მათ მორწყვას, უნდა მოიფიქროთ შესაბამისი მორწყვის სისტემა.

არსებობს რამდენიმე ეფექტური ვარიანტი, ერთ-ერთი მაგალითად მცენარეების აბაზანაში განთავსებაა, ეს განსაკუთრებით ტენის მოყვარულ მცენარეებს ეხებათ.
ასევე შეგიძლიათ მცენარეს მინი სათბური მოუწყოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები