მუსიკოსს, პიანისტს, კომპოზიტორსა და იმპროვიზატორს დინი ვირსალაძეს მცენარეები ძალიან უყვარს. ის ძველ თბილისურ სახლში ცხოვრობს, სადაც თავის ნათელ შუშაბანდში ორანჟერეა აქვს. ყვავილების მოვლა არასდროს ავიწყდება, მეტიც, დიდ სიამოვნებას ანიჭებს და ეს საქმიანობა მისი დატვირთულ დღის გრაფიკში საპატიო ადგილსაც იკავებს.
დინი ვირსალაძე:
- ისეთ გარემოში გავიზარდე. ბებიაჩემს საკუთარი სახლი ჰქონდა. ეზო ყველანაირი ხეხილით იყო სავსე. ზოგი ხე მეც დამარგვევინა. მოკლედ, რაც თავი მახსოვს, ეს ყველაფერი მომწონდა და მიყვარდა. ამიტომ ვერც წარმომიდგენია, ვინმეს ბუნება, მცენარეები არ უყვარდეს. არადა, ჩემდა გასაოცრად, ზოგჯერ ვხვდები
ისეთ ადამიანებს, რომლებისთვისაც ეს ან სულერთია, ან მეტიც, არ უყვართ.
- ბებიის სახლი თბილისში იყო?
- საბურთალოს ცენტრში. არც ისე დიდ ეზოს ისე უვლიდა, თანაც ისეთი დიდი სიამოვნებით, რომ ვფიქრობ, მან შემაყვარა სიმწვანე. თუმცა შესაძლოა ბებიის ამ მაგალითის გარეშეც მყვარებოდა.
- დღეს რა ადგილი უკავია ამ ქოთნის მცენარეებს თქვენს ყოველდღიურობაში?
- მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული ვარ და საოცარი გრაფიკით ვცხოვრობ, ამ ყველაფერს ძალიან დიდ დროს ვუთმობ. ეს ჩემდა უნებურად ხდება. დავტრიალებ, თავს ვევლები ჩემს ყვავილებს და მერე უცებ აღმოვაჩენ ხოლმე, რამხელა დრო გასულა. ძალიან მიყვარს, როცა რაღაცას ვასუფთავებ, ხმელ ფოთოლს ვაცლი, ვალამაზებ. ამას მთელი გულით ვაკეთებ და თან ჩემს ფიქრებშიც ისე ვარ გართული, რომ დრო შეუმჩნევლად გადის.
- ალბათ, მაგ დროს მუსიკაზეც ფიქრობთ...
- ხან მუსიკაზე ვფიქრობ, ხან სხვა რამეზე, მაგრამ დრო ისე სწრაფად გადის, ვერც ვამჩნევ. ყველაფერს სიამოვნებით ვაკეთებ. დიდი დრო მიაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან მჭირდება.
- ერთგვარი განტვირთვაა ალბათ.
- ნამდვილად და შედეგსაც რომ ვიღებ, მით უმეტეს, სასიხარულოა... პლეხანოვზე ძველ ორსართულიან სახლში ვცხოვრობ, იტალიურ ეზოში, მეორე სართულზე. სახლს აქვს შუშაბანდი, სადაც ორანჟერეასავით მაქვს ყველაფერი მოწყობილი. ვიწროა, მაგრამ მცენარეები თავს კარგად გრძნობენ და ხარობენ. ეტყობა, განათებაც უწყობს ხელს. შეიძლება იმასაც აქვს მნიშვნელობა, ვინ უვლის. განაგრძეთ კითხვა