ქამედორეა ოთახის იდეალური მცენარეა, პალმა, რომელიც ძალიან ნელა იზრდება და ყვავის სულ მცირე განათებაზეც კი, შესანიშნავად გრძნობს თავს ჩრდილშიც. ეს მცენარე ჰაერის გამწმენდ ძალიან ეფექტურ საშუალებადაც ითვლება. გაინტერესებთ, როგორ უნდა მოუაროთ ოთახის ბამბუკის პალმას? მაშინ მოგვყევით.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს მცენარე დიდი პოპულარობით სარგებლობს ოთახის მცენარეებს შორის იმის ხარჯზე, რომ ძალიან კარგად ერგება ნებისმიერ პირობას, ცუდი განათება და დაბალი ტემპერატურა მას პრობლემას ვერ უქმნის. ძალიან ნელა იზრდება და პატარა ყვითელ ყვავილებსაც კი იკეთებს, შავი ნაყოფით. მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ ბამბუკის
პალმა აბსოლუტურად უსაფრთხოა ცხოველებისთვისაც. ეს ის მცენარეა, რომელიც გამოდგება როგორც დამწყები ფლორისტებისთვის, ისე ეგზოტიკური მცენარეების მოყვარულთათვის. შესაბამისი მოვლის შემთხვევაში ქამედორეა სიმაღლეში ორ მეტრსაც აღწევს.
ჩრდილის მოყვარული რომ არის, უკვე აღვნიშნეთ და ამიტომ უმჯობესია ფანჯრის რაფაზე და ფანჯარასთან ახლოს არ მოათავსოთ, ან გირჩევთ ისეთი ფანჯარა შეარჩიოთ, რომელსაც მზე მხოლოდ დილაობით ადგება. როგორც სხვა პალმები, ქამედორეაც მგრძნობიარეა გადაჭარბებული წყლის მიმართ და ხშირ მორწყვას არ საჭიროებს, მორწყეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ნიადაგის ზედაპირი გამოუშრება.
რაც შეეხება თავად ნიადაგს, ოთახის პირობებში გამოგადგებათ ნებისმიერი კარგი ხარისხის მიწა ტორფით. ღია სივრცეში კი საერთოდ არ აქვს პრობლემა და თავს ნებისმიერ ნიადაგში მშვენივრად გრძნობს.
როდესაც ვსაუბრობთ ოთახის პირობებზე, 18-26 გრადუსი ტემპერატურა ქამედორეასთვის იდეალურია. მთავარია, რომ მოარიდოთ ორპირს. ასევე გირჩევთ აკონტროლოთ ოთახის ტენიანობა, რომ ჰაერი ძალიან გამომშრალი არ იყოს, განსაკუთრებით - ზამთარში.
რაც შეეხება ნიადაგის განოყივრებას, ზამთარში არ უნდა, ისე კი წელიწადში ორჯერ შეგიძლიათ დაუმატოთ სასუქი.
თავდაპირველად კარგი იქნება ასევე, წელიწადში ერთხელ თუ გადარგავთ, 2-3 წლის განმავლობაში, ამის შემდეგ მხოლოდ სასუქი მისთვის საკმარისია.
ერთი სიტყვით, ქამედორეას მოვლის დროს გასათვალისწინებელია მხოლოდ ორი ძირითადი ფაქტორი - უნდა მოარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს და არ უნდა დაუსხათ ბევრი წყალი.