ეს ხუთი ყვავილი სახლში სითბოსა და სიმყუდროვის ატმოსფეროს ქმნის

ფენ შუის ექსპერტებმა დაასახელეს ის ხუთი ყვავილი, რომელიც აუცილებლად უნდა იქონიოთ სახლში, რომ ოჯახში სითბომ, ჰარმონიამ, სიყვარულმა და სიმშვიდემ დაისადგუროს.
ოთახის მცენარეები საკმაოდ დიდ ენერგეტიკას რომ ატარებენ, ახალი არავისთვის არის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომელი მცენარეები დაბინავდებიან თქვენს ფანჯრის რაფაზე. ზოგიერთ მცენარეს აქვს უნარი, ადამიანს ენერგია და სიხარული წაართვას, ზოგი კი პირიქით, მხოლოდ დადებით ენერგეტიკას გასცემს. მაშ ასე, რომელი მცენარე უნდა ბინადრობდეს ჩვენი ფანჯრის რაფაზე, თუ გვინდა, რომ სულ გახარებულები ვიყოთ:

1. სპატიფილუმი

ამ ყვავილს ქალის ბედნიერებასაც უწოდებენ. ამბობენ, რომ თუ ამ მცენარეს გასათხოვარი გოგონა იქონიებს, ის აუცილებლად კარგად გათხოვდება.

2. ია

ეს ულამაზესი ყვავილი ძალიან პოზიტიურ გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე. ვისაც ურთიერთობებში გაგება და სიმშვიდე აკლია, სწორედ ია უნდა იქონიოს სახლში.

3-4. ოქსალისი და მირტი





ოქსალისი და მირტი, ექსპერტების აზრით, ასევე ძალიან ეხმარება ადამიანებს მეორე ნახევრის მოძიებაში, ოჯახურ წყვილებს კი უფრო ჰარმონიულ ურთიერთობებს ჰპირდება.


5. ქლოროფიტუმი



ქლოროფიტუმი სახლს დადებითი ენერგიით, სითბოთი და სიყვარულით ავსებს. ყველაფერ ამასთან ერთად, ეს ყვავილი ძალიან ადვილი მოსავლელია, თუმცა არსებობს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - მცენარეს აუცილებლად მისთვის შესაფერისი ადგილი უნდა მოუძებნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიერ გაცემული პოზიტივი შესაძლოა ნეგატივმა ჩაანაცვლოს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები