თურმე ჩვენ მწვანე მეგობრებს არა მარტო ჩვენი გარემოს გალამაზება და ესთეტიკური სიამოვნების მონიჭება შეუძლია, ადამიანებს ნეგატიური ენერგიისგანაც იცავენ. საინტერესოა, რომელ მცენარეებს აქვთ ადამიანების ავი თვალისგან დაცვის თვისება?
კაქტუსი
იმისათვის, რომ კაქტუსმა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა და დაგიცვათ ნეგატივისგან, ის სწორად უნდა განათავსოთ სახლში. მისთვის საუკეთესო ადგილი აივანი ან კორიდორია, შემოსასვლელი კარის მოპირდაპირედ. ამბობენ, რომ საძინებელში კაქტუსი არ არის მიზანშეწონილი.
გერანიუმი
გერანიუმი უწმინდურ სულთან მებრძოლ ყველაზე ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა. მცენარე სივრცეს საკუთარი განუმეორებელი არომატით იცავს. ბევრად ეფექტურია წითელი გერანიუმი.
ტრადესკანცია
თუ
სახლში ყოფნის დროს გრძნობთ სისუსტეს, ქრონიკულ დაღლილობას, უხასიათობას, სცადეთ და ოთახის ცენტრში ტრადესკანცია განათავსეთ. ის დაგეხმარებათ გარშემო არსებული სივრცის ტოქსიკური აურისგან გაწმენდაში და სახლს პოზიტიური, დადებითი ვიბრაციებით შეგივსებთ.
ოთახის ვარდი
ეს მცენარე ერთგვარი თილისმაა, მას ოჯახში სითბო, სიყვარული, დადებითი ენერგია შემოაქვს. ვარდის ეკალი ოჯახს ნეგატიური ენერგიისგან, ავი თვალისგან იცავს. ყველაზე კარგი იქნება ვარდს, სტუმრების მისაღებ ოთახში თუ მიუჩენთ ადგილს.
ბეგონია
თუ ხშირად ხართ დეპრესიაში, განიცდით სტრესს, მაშინ აუცილებლად უნდა იქონიოთ ბეგონია, რომელიც სტრესის დაძლევაში და ბნელი აზრების გაფერადებაში დაგეხმარებათ. ამ მცენარეს აქვს თავისებურება, შეისრუტოს მისი პატრონის მთელი ნეგატივი.
საძინებელში განთავსებული ბეგონია მეუღლესთან ურთიერთობის დალაგებაში დაგეხმარებათ, სამზარეულოსა და მისაღებში მოკალათებული კი ფინანსურ კეთილდღეობასა და კარიერულ წინსვლას გპირდებათ.
გვიმრა
ჰარმონიული, უკონფლიქტო ცხოვრების მოყვარულთ კი აუცილებლად დასჭირდებათ სახლში გვიმრა. თუ მოულოდნელად გვიმრა გაგიხმათ, იცოდეთ, რომ მან დარტყმა საკუთარ თავზე აღო და მთელი უარყოფითი ენერგია შეისრუტა.