მცენარეები ყველა სახლს ალამაზებს, თუმცა მიწაში ჩიჩქნა ყველას როდი მოსწონს და სიამოვნებს. სწორედ მათთვის არსებობს ალბათ ისეთი მცენარეები, რომლებიც თავს ნიადაგის გარეშეც შესანიშნავად გრძნობენ.
ნიორი
საშუალო სიღრმის ჭურჭელში ჩაასხით ცოტაოდენი წყალი და მოათავსეთ მასში ერთი ნივრის თავი. ძალიან მალე აღმოცენდება მწვანე მცენარე, რომელიც საკვებად გამოიყენება და თავისუფლად შეგიძლიათ მოიხმაროთ ნებისმიერ კერძში.
ჩინური კომბოსტო
ჩინური კომბოსტოს გაზრდა მისი მხოლოდ ქვედა ნაწილითაც კი არის შესაძლებელი. მოათავსეთ ფესვის ბოლო წყალში და დაელოდეთ, როდის გამოჩნდება ახალი კომბოსტო.
სტაფილო
სტაფილოს თავი მალევე აღმოცენდება, თუ ამ
ბოსტნეულს წყლიან ჭიქაში მოათავსებთ, ეს მწვანე თავი, რა თქმა უნდა, გამოიყენება საჭმელად.
პიტნა
ძალიან მარტივად, მოათავსეთ პიტნა ფესვებიანად წყალში და მორჩა, შესანიშნავი სურნელოვანი მცენარე სახლში გაქვთ.
რეჰანი
რეჰანის საყიდლად ბაზარში სიარული როდია საჭირო, უბრალოდ შეიძინეთ რეჰანი, მოაჭერით ტოტები და მოათავსეთ ფესვები წყალში. ასე ახალ-ახალი რეჰანი ყოველთვის ხელთ გექნებათ.
როზმარინი
როზმარინის ღერები მოათავსეთ წყალში და სულ რამდენიმე დღეში ეს სანელებელი სახლში გექნებათ.
ნიახური
ღერები კი არ მოატეხოთ, მოჭერით ისე, რომ დატოვოთ დაახლოებით 4-5 სმ. მოათავსეთ წყალში და დაელოდეთ. 3-4 დღეში ნიახური ახალ-ახალ ღეროებს გაიკეთებს. ამის შემდეგ მისი მიწაში გადარგვაც კი შეგიძლიათ.
ტიტა
იმისათვის, რომ ტიტამ დაამშვენოს თქვენი ინტერიერი, შეგიძლიათ მისი ბოლქვები წყალში მოათავსოთ და სულ რამდენიმე დღე დაელოდოთ.
წყლის გიაცინტი
ეს ნაზი მცენარე თავს ნიადაგის გარეშეც შესანიშნავად გრძნობს და შესწევს უნარი გაახაროს ადამიანის თვალი.
გიაცინტი
ეს ყვავილი წყლის გიაცინტის ნათესავია და ასევე მშვენივრად ხარობს წყალში.
ამარილისი
კიდევ ერთი დეკორატიული მცენარეა, რომლის ბოლქვიც ძალიან კარად ერგება წყლიან ჭურჭელს.
ციპერუსი
ციპერუსი ტანმაღალ პალმას მოგაგონებთ, რომელსაც ზრდისთვის მას სულაც არ სჭირდება, წყალი მისთვის აბსოლუტურად საკმარისია.
ბამბუკი
ჩვეულებრივ ლარნაკში ბამბუკი საკმაოდ სწრაფად იზრდება და ახარებს ადამიანებს. ცნობისთვის, დეკორატიული ბამბუკის სხვადასხვა სახეობა არსებობს და ყველა მათგანი კარად ეგუება მხოლოდ წყალს.
აგლაონემა
აგლაონემა რომელსაც ჩინურ მარადმწვანე მცენარესაც უწოდებენ, როგორც წესი, ქოთანში იზრდება, თუმცა არც წყლიან ჭურჭელში გრძნობს თავს ცუდად.
სუკულენტები, მათ შორის კაქტუსი
ასეთი მცენარეები ძალიან პოპულარულია და ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ განსაკუთრებულ მოვლასა და პირობებს არ საჭიროებს.
ტილანდსია
ეკზოტიკური დეკორატიული მცენარე იზრდება არა მარტო ნიადაგის გარეშე, ბედნიერებისთვის მას წყალიც კი არ სჭირდება.