ოთახის მცენარეების მაგია - ეხმარება დაოჯახებაში და ოჯახური კონფლიქტებისგან იცავს


ოთახის მცენარეების მაგიამ, ფენ შუის მიხედვით, შესაძლოა ოჯახი დანგრევასაც კი გადაარჩინოს. განვიხილოთ რამდენიმე მცენარის დადებითი და უარყოფითი ენერგია.

კრასულა, იგივ ფულის, ბარაქის ხე


ამ მცენარის მაგიური თვისებები პირველად ძველმა ბრძენმა ადამიანებმა აღმოაჩინეს, ფენ შუის მიმდევრებმა. მცენარის ფოთლები მათ მონეტებს მიამსგავსეს. ითვლება, რომ მდიდარი მეზობლის ბარაქის ხეს ჩუმად ფოთლები რომ მოაცალო, თავადაც გამდიდრდები. თუმცა, ფულის მოსაზიდად ქოთანი უნდა იყოს წითელი, მწვანე ან შავი. თავად მცენარის გვერდით კი, ქოთანში, რკინის მონეტა უნდა ჩაფლათ.

ია

ითვლება, რომ ია ოჯახური კონფლიქტების აღმოფხვრაში ეხმარება ადამიანებს.
ამბობენ, რომ ოჯახებში, სადაც ია იზრდება, ცოლ-ქმარი არასდროს ჩხუბობს. სწორედ ამიტომ, ფლორისტები გვირჩევენ, ოჯახური კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, ია შევიძინოთ.

სპატიფილუმი


საპტიფილუმი მარტოხელა ქალბატონების ყვავილია. ტყუილად კი არ უწოდებენ მეორენაირად "ქალთა ბედნიერებას". ითვლებოდა, რომ თუ გასათხოვარი გოგონა ამ მცენარეს საკუთარ საძინებელში გაახარებდა, აუცილებლად გათხოვდებოდა. ამბობენ, რომ სპატიფილუმი უშვილო წყვილებსაც ეხმარება.

ფიკუსი

ფიკუსის ქონას არ ურჩევენ მარტოხელა ქალბატონებს, რადგან ის თითქოს მამაკაცებს აფრთხობს.

სურო


სუროსთან სიფრთხილე მართებთ თურმე წყვილებს, ამბობენ, რომ ის ოჯახებს ანგრევს.

გიბისკუსი


კარგი იქნება თუ სახლში იასთან ერთად გიბისკუსსაც იქონიებთ. ჰავაელების აზრით, ამ მცენარეს ვნების გაღვიძება შეუძლია ყველაზე ჩამქრალ ურთიერთობებშიც კი.

ანტურიუმი


ანტურიუმი კი თურმე მამაკაცური პოტენციის მაშცელი რგოლი ყოფილა, ამიტომაც მას "მამაკაცთა ბედნიერება"-საც კი უწოდებენ.

ციკლამენა

ციკლამენა კი მშვიდი და სრულყოფილი ძილის საწინდარი ყოფილა. ითვლება, რომ იგი აფრთხობს არა მარტო ღამის კოშმარებს, არამედ დღის შიშებსაც კი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები