"იასამანს არ უყვარს წყალში გაჩერება... ეს წავკისელების მეთოდია, ძველი მეყვავილეების" - ზურა შევარდნაძის რჩევა, რომ იასამანმა სახლში დიდხანს გაძლოს



ისამნის ყვავილობა ისე არ ჩაივლის, რომ ერთი თაიგულით მაინც არ დავამშვენოთ ჩვენი სახლი. არადა თურმე იასამანი მოწყვეტის შემდეგ საკმაოდ მალე ჭკნება და შესაბამისად, ლარნაკში ჩაწყობილი მისი თაიგულიც დიდხანს ვერ ძლებს.

ცნობილი ფლორისტი, გარდენიას დამფუძნებელი ზურა შევარდნაძე გასწავლით, როგორ შეინარჩუნოთ ლარნაკში დიდხანს იასამნის თაიგული.

„გარდენიაში იასამნის უამრავი ჯიში გვაქვს, ირანიდან ჩამოტანილი. იქ ერთ მებაღეს მივაგენით, რომელსაც წარმოუდგენელი კოლექცია ჰქონდა. საერთოდ, იასამანი ირანიდანაა და ჩვენც იქედან ჩამოვიტანეთ.

ისამანი წყალში ვერ ძლებს, არ უყვარს წყალში თაიგულად გაჩერება და უცებ უკვდება ტოტები.

ამიტომ ჩაასხით
ლარნაკში წყალი, ჩააგდეთ 2 აბი შუშხუნა ასპირინი რა 10 ცალი ნახშირის აბი. ასე წყალი დიდხანს არ გაფუჭდება და უკეთ შეინახავს.

კიდევ ერთი რჩევა - ჯობია ფოთლების გარეშე ჩაალაგოთ, ხოლო სანამ ჩააწყობთ, ღეროებს ძირები ირიბად წააჭერით და შემდეგ ბოლოები დაუჩეჩქვეთ. ასე ღერო ადვილად მიიღებს წყალს და შედარებით დიდხანს გაძლებს. ეს წავკისელების მეთოდია, ძველი მეყვავილეების. ამის შემდეგ ჩააწყობთ ღეროებს წყალში,“ - ამბობს ზურა შევარდნაძე.

კომენტარის დამატება