თაბაშირ-მუყაოს ჭერი
გასაჭიმი ჭერის შემთხვევაში თუ ის კარგად არის გაჭიმული და კუთხის პროფილები სწორად არის დასმული, წლების განმავლობაში პრობლემა არ შეექმნება. გასაჭიმ ჭერს აქვს დაახლოებით 60-წლიანი გარანტია. წყალიც რომ ჩამოვიდეს, როგორც ცელოფნის პარკები, ისე იკეთებს მუცელს, შემდეგ გადმოისხმება დაგროვილი წყალი, თავიდან გახურდება მასალა და ჩვეულებრივად დაუბრუნდება საწყისი ფორმა.
გასაჭიმი ჭერი (გლუვი)
- რაც შეეხება ფერებს. რა ფერებს ანიჭებთ უპირატესობას, თუ გვინდა, რომ ოთახში დიდი სივრცე გამოჩნდეს?
- ღია ფერები აჩენს დიდ სივრცეს. რაც უფრო ღია ფერებია, მით უფრო დიდი ჩანს ოთახი. თუ დავამუშავებთ თეთრში, სპილოს ძვლის ფერში ოთახი ჩანს დიდი.
- თბოიზოლაციაზე რას იტყვით?
- ძალიან აქტუალურია შენობების თბოსაიზოლაციო მასალებით დაფარვა, რაც ამცირებს შენობის თბოდანაკარგს და შესაბამისად ამარტივებს მის გათბობას ზამთარში და გაგრილებას ზაფხულში. როცა არის ბეტონის კედლები და ჭერი, ამ შემთხვევაში სასურველია დათბუნება. კედლები თბუნდება მინაქსოვილით და პენოპლასტით. ორივეს თავისი ადგილი და შედეგი აქვს.
- თქვენ რომელს ურჩევთ მომხმარებელს?
- საქართველოში პენოპლასტით დათბუნებაც საკმარისია.
მერი ბლიაძე