თუ აგარაკზე ცარიელი სხვენი გაქვთ, რომელსაც არანაირი ფუნქცია არ გააჩნია, საქმე მოსალოცად გქონიათ, მისი გადაკეთებ ისე შეგიძლიათ, რომ მთელი ოჯახი იამაყებს. მაშ ასე, თუ ექსპერიმენტებისთვის მზად ხართ, მიყევით ჩვენს რჩევებს.
1. საოჯახო კინოთეატრი
ამ იდეის განსახორციელებლად მანსარდაში მხოლოდ კომფორტული დივნის, პუფების და სავარძლების დადგმა დაგჭირდებათ. დაკიდეთ დიდი ტელევიზორი და მოიპატიჟეთ სტუმრები. ასე შეგიძლიათ, მიტოვებული და ყველასგან მიტოვებული მანსარდა ოჯახის საყვარელ ადგილად აქციოთ.
2. სპორტული დარბაზი
ამის გაკეთება ძალიან ადვილია. შეიძინეთ ტრენაჟორები, სარბენი ბილიკი, სხვადასხვა აქსესუარი და შეუდექით საქმეს.
3. ჩაიხანა
თუ გიყვართ რბილ პუფზე მოკალათება და ცხელი, გემრიელი და არომატული ჩაის მირთმევა, ეს ვარიანტი გამოგადგებათ. საამისოდ დაგჭირდებათ რბილი პუფები, მოხერხებული სავარძლები, თბილი პლედები და ლამაზი ჩაის სერვიზი.
4. საოჯახო ბიბლიოთეკა
დიახ, მანსარდა ის ადგილია, სადაც წიგნების ლამზად და აკურატულად შენახვა არის შესაძლებელი. მიდგით ფანჯარასთან სკამი, მოამზადეთ საყვარელი წიგნი და მოემზადეთ წარმოსახვითი მოგაზაურობისთვის.
5. გარდერობი
ტანსაცმლის თავისუფლად და ლამაზად განსათავსებლად მანსარდა ყველაზე კარგი ადგილია. გააკეთეთ რამდენიმე ღია თარო, დადგით რამდენიმე დიდი ყუთი და მშვენიერი გარდერობი გამოგივათ.
6. სახელოსნო
თუ ხელოვანი ადამიანი ხართ, რომელსაც სივრცე სჭირდება, გირჩევთ მანსარდა სამუშაო ადგილად აქციოთ. აქ თითქმის ყველა ტიპის სახელოსნოს გაკეთებაა შესაძლებელი და თავად დარწმუნდებით, რომ შთაგონებისთვის მშვენიერი ადგილი გქონიათ.
7. მოსასვენებელი ზონა
მანსარდა თავისუფლად შეიძლება იქცეს ადგილად, სადაც მოსვენებასა და დროის მშვიდად გატარებას შეძლებთ. მოათავსეთ იქ მაგიდის ფეხბურთი, ჭადრაკი, ლოტო და ეცადეთ მეგობრებთან ერთად დრო კომფორტულად გაატაროთ ხოლმე.
8. სასტუმრო ოთახი
მშვენიერი იდეაა. სტუმრად მოსულ ბიძას, მამიდას, ბებიას აქ გაუმასპინძლდებით. თუ ასე გადაწყვეტთ, ეცადეთ მთელი მანსარდა მოხერხებული საწოლებითა და სავარძლებით დატვირთოთ. არ დაგავიწყდეთ კომოდის დადგმაც.