თუ რაიმე განსხვავებულს და შთამბეჭდავს ეძებ...


გალერეა დემასი აგრძელებს შოურუმის განახლებას და მომხმარებლისთვის სიახლისა და ხარისხიანი პროდუქციის ფართო არჩევანის შეთავაზებას.
აქ მომხმარებელს შეუძლია აღმოაჩინოს სტილი, მასალა, ფაქტურა, რომელიც მის წარმოდგენას „საოცნებო სახლზე“ სრულიად შეცვლის.

თუ რაიმე განსხვავებულს და შთამბეჭდავს ეძებ, გალერეა დემასში ნამდვილად შეხვდები, რადგან კომპანია მუდმივად ცდილობს არ ჩამორჩეს სიახლეებს და გაამართლოს სლოგანი „დახვეწილი გემოვნებისთვის“. შემოთავაზებული პროდუქციის თითოეული დეტალი დამზადების პროცესიდან, მომხმარებლისთვის წარდგენამდე გადის გზას, რომელიც შთამბეჭდავ შედეგს ქმნის - ეს არის ზრუნვა და შრომა ყველაზე მცირე დეტალებზეც კი.

მომხმარებლისთვის საინტერესო და ინოვაციური პროდუქტების შესახებ
გალერეა დემასის იმპორტისა და გაყიდვების კოორდინატორ დიმიტრი ჭრელაშვილს ვესაუბრეთ:

- სახლში რემონტის გაკეთების დროს, რაც ყველაზე მეტად გჭირდება, არის ის, რომ შემოგთავაზონ რაც შეიძლება მრავალფეროვანი არჩევანი, განსხვავებული და დახვეწილი დიზაინი, ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია.

ჩვენთვის მომხმარებელი არის პრიორიტეტი, ამიტომ მუდმივად ვცდილობთ შევთავაზოთ მას ისეთი რამ, რაც გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს.

მინდა წარმოგიდგინოთ სიახლე კერამიკული ფილების 50 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიის „ფლორიმის“ ბრენდის REX - ის სახით.“






REX მსოფლიო მასშტაბით ცნობილია გამორჩეული ხარისხით, ინდივიდუალური და დახვეწილი სტილით. გალერეა „დემასში“ წარმოდგენილია აღნიშნული ბრენდის გრანდიოზული ზომის სლებები (1.6 X 3.2 მ. ზომის კერამო-გრანიტის ფილები )
სლები არის დიდი ზომის, 6 მმ სისქის ფილა, რომელიც გამოიყენება როგორც იატაკის, ასევე კედლის მოსაპირკეთებლად. მისი საშუალებით შეიძლება შეიქმნას ულამაზესი, ძალიან ეფექტური დეკორატიული კედელიც. ეს არის სიახლე, კლასიკისა და თანამედროვეობის იდეალური თანხვედრა, შთამაგონებელი და მამოტივირებელი ყველაზე დახვეწილი გემოვნებისთვის, ვისაც სურს თავად შექმნას ატმოსფერო, რომელშიც იცხოვრებს და ყოველი დღე ახსენებდეს იმას, რომ არჩევანის გაკეთება ნამდვილად კარგად გამოსდის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები