ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ თუ ოთახს ფანჯრები არ აქვს, ის ან გარდერობისთვის ან საკუჭნაოთვის უნდა გამოიყენოს, თუმცა მართლა ასე როდია, ფანჯრების გარეშე ოთახი თავისუფლად შეიძლება იყოს სრულფასოვანი მისაღები ან საძინებელი - მით უმეტეს, თუ სხვა სივრცე არ გაქვთ და ასეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ.
ამ შემთხვევაში წააწყდებით მხოლოდ ორ სირთულეს, განთებას და იმის შეგრძნებას, რომ თავი უფანჯრო ოთახში არ იგრძნოთ. შევეცდებით დაგეხმაროთ ამ პრობლემების გადაწყვეტაში. მაშ ასე, გთავაზობთ რამდენიმე მეტად საჭირო და საინტერესო ხრიკს:
1. ფანჯრის იმიტაცია
თუ მოხდა ისე, რომ
უფანჯრო ოთახის მფლობელი აღმოჩნდით, სასოწარკვეთას ნუ მიეცემით, ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ფანჯრის იმიტაცია საკმარისა იმისთვის, რათა თავი დათრგუნულად და დაჩაგრულად არ იგრძნოთ. კედელზე ცარცით დახატულ ფანჯრას აქვს იმის უნარი, რომ კომფორტი და სიმყუდროვე შეგაგრძნობინოთ. თუ ბიუჯეტი გაძლევთ ამის საშუალებას, შესაძლებელია კედელზე დაკიდოთ ტილო, რომელზეც ლამაზი ფანჯარა იქნება დახატული, ან დიდი პოსტერი, რა თქმა უნდა, ფანჯრის გამოსახულებით და რეალური ფარდაც მიაკიდოთ. ასევე კიდევ ერთი ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა ფოტოშპალერი. არ არის აუცილებელი, ფანჯრის ხედად მაინცდამაინც ბუნება შეარჩიოთ, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ქალაქი, ბიგ ბენი თუ ეიფელის კოშკი, ეს აბსოლუტურად თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.
2. ფანჯარა, რომელიც მეზობელ ოთახში გადის
თუ ფანჯრის იმიტაცია სათქვენო ვერსია არ არის, არც ამ შემთხვევაში ღირს დაღონება, თქვენ რეალურად შეგიძლიათ გაჭრათ ფანჯარა, ოღონდ მეზობელ ოთახში. უბრალოდ გახსოვდეთ, სანამ ამ მანიპულაციას მიმართავთ, არ დაგავიწყდეთ კედლის გამაგრება. შედეგად თქვენ გააერთიანებთ ორ ოთახს ერთი საერთო ელემენტით. ასეთი ტიპის ფანჯრის გაფორმება ნებისმიერი საშუალებით არის შესაძლებელი, ფანჯრით, ჟალუზით, ვიტრაჟით.
3. ფანჯარა ჭერში
ჭერში გაკეთებული ფანჯარა ძალიან ორიგინალური და ლამაზი ვარიანტია, თუმცა სანამ ასეთ სერიოზულ ნაბიჯს გადადგამთ, აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია პროფესიონალებთან.
4. შუქმფენი
ეს გახლავთ მოწყობილობა, რომლის მთავრი ფუნქციაც ოთახის განათებაა. უფანჯრო ოთახისთვის ეს იდეალური ვარიანტია, თუმცა მისი დამონტაჟება საკმაოდ რთულია.
5. ვირტუალური ფანჯარა
თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ციფრული პანელების დახმარებით ნებისმიერ ოთახში არის შესაძლებელი ვირტუალური ფანჯროს გაკეთება, რომელიც რეალურს თითქმის არაფრით ჩამოუვარდება. ეს გახლავთ ძალიან მარტივი მექანიზმი და ძალიან კარგი ეფექტი აქვს. ასეთ ფანჯარას შეგიძლიათ გაუკეთოთ რაფაც და ფარდებიც.