მარიამ ყოჩიშვილი 23 წლისაა. პროფესიით აუდიტორია, თუმცა ძალიან უყვარს ხატვა და როგორც თავად ამბობს, ყოველთვის აინტერესებდა ინტერიერის დიზაინი. ეს ინტერესები მისი და მისი მეუღლის ახალგარემონტებულ ბინასაც ეტყობა, რომლის არა მხოლოდ მოწყობაზე იზრუნა წყვილმა, არამედ მარიამმა კედლის დეკორიც კი თავად გააკეთა. ბინამ სოციალურ სივრცეში, "რემონტის" ჯგუფში დიდი მოწონება დაიმსახურა და თქვენც გთავაზობთ ფოტოებს და მარიამიც გაგვიზიარებს გამოცდილებას რემონტზე.
- მე და ჩემი მეუღლე ამ ოროთახიან ბინაში შეუღლების შემდეგ გადმოვედით. როდესაც ბინა შევიძინეთ და დავიწყეთ ზრუნვა მისი კეთილმოწყობისთვის, თითქმის ყველაფრის განახლება და
შეცვლა მოგვიხდა, რადგან ბინა ძველი აშენებული იყო, თუმცა პროექტის წყობა არ შეგვიცვლია. ვინაიდან ბიუჯეტში ვიყავით შეზღუდულები, ვცდილობდით, რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯით მიგვეღწია სასურველი შედეგისთვის და გაგვეხადა ჩვენი ბინა მყუდრო და კომფორტული.
- რემონტის, დიზაინის კუთხით თუ გქონდათ რაიმე გამოცდილება?
- დიზაინისა და რემონტის კუთხით გამოცდილება არც მე და არც ჩემს მეუღლეს არ გვქონია, თუმცა ყოველთვის მაინტერესებდა ინტერიერის დიზაინი და ამიტომ ხშირად ვადევნებდი თვალს სხვადასხვა საიტზე სიახლეებს და ვიღებდი ინსპირაციას. ბავშვობიდან მქონდა სურვილი, სახლის რომელიმე კუთხე ჩემი გემოვნებით მომეწყო. სახლის ინტერიერი მე და ჩემმა მეუღლემ ერთად დავგეგმეთ, საბედნიეროდ, ამ კუთხით ჩვენი გემოვნება ერთმანეთს დაემთხვა და შედეგით ორივე კმაყოფილი დავრჩით.
- როგორც ვიცი, კედლი დეკორზეც იზრუნეთ და ხატვის სიყვარულიც გამოიყენეთ?
- თავისუფალ დროს ხშირად ვხატავ ტილოზე, ვარ თვითნასწავლი, ძირითადად ვიყენებ აკრილის საღებავებს. მიყვარს დეკორატიული ნივთების დამზადება, ვცდილობ ძველი ნივთები გავაახლო და ინტერიერის ნაწილად ვაქციო.
საძინებლის კედლის მოხატვა ჩემით გადავწყვიტე, რადგანაც რემონტის შედეგად შპალერს დეფექტები დარჩა და მე და ჩემს მეუღლეს ეს არ მოგვწონდა. ერთ დღესაც გამიჩნდა იდეა, რომ ჩემი გემოვნებით მომეხატა კედელი. დეკორისთვის შთაგონება ჩემივე ნახატი გახდა, რომელიც შესრულებული მქონდა ტილოზე და რომლის მიხედვითაც დავიწყე შემდგომში კედლის შეღებვა და მოხატვა. მოსახატად გამოვიყენე აკრილის საღებავები. თავიდან ცოტა ვღელავდი, რადგან იქამდე მხოლოდ მცირე ზომის ტილოებზე ვხატავდი, მაგრამ როდესაც რაღაც გულით გინდა, მგონია, რომ ყველაფერი გამოგივა. შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ექსპერიმენტი, რომელიც წარმატებით დასრულდა.
- რას ურჩევთ თქვენი გამოცდილებით მათ, ვინც ახლა აპირებს რემონტს?
- რემონტის დაწყების წინ, ვფიქრობ, სასურველია ზუსტად განისაზღვროს ორი რამ: ინტერიერი და ბიუჯეტი. სასურველი შედეგის მიღწევა წინასწარ განსაზღვრული დიზაინით უფრო მარტივია, ის თავად გვკარნახობს, შემდგომში რა ნაბიჯი უნდა გადავდგათ, იმისათვის, რომ ყველაფერი ისეთი გამოვიდეს, როგორც ჩაფიქრებული გვაქვს. რაც შეეხება ბიუჯეტს, რემონტის დროს უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად ზუსტად განვსაზღვროთ მოსალოდნელი ხარჯები, რადგანაც ხშირად თავს იჩენს ისეთი პრობლემები, რომელიც მხედველობაში არც კი გვქონია. ეს კი ზრდის ჩვენს დანახარჯებს.
აუცილებელია შევარჩიოთ პროფესიონალთა გუნდი, რომელიც გაგვიწევს ხარისხიან მომსახურებას, რათა ჩვენი რემონტი იყოს მდგრადი და რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს პირვანდელი სახე. საჭიროა პროფესიონალებს ვკითხოთ რჩევები, სანამ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ.
ჩემს შემთხვევაში, დიზაინი წინასწარ არ მომიფიქრებია, ამის ფუფუნება არ მქონია, რადგან დროში შეზღუდული ვიყავი. ამიტომაც რემონტის საწყის ეტაპზე, სანამ საქმე ავეჯისა და აქსესუარების შეძენამდე მივიდოდა, არჩევანი შევაჩერე სადა ფერებზე, რასაც შემდგომში ავეჯითა და აქსესუარებით დავტვირთავდი. არ მიყვარს, როდესაც ინტერიერში ძირითადი დატვირთვა შპალერზე მოდის, ამიტომ ჩვენს სახლში უმთავრესად სადა შპალერი გვაქვს, თუმცა გვაქვს მკვეთრი კუთხეებიც.
ინტერიერმა მობეზრება იცის, სახლის თავიდან გარემონტება კიდევ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომ, ვფიქრობ ძირითადი ელემენტების სადა ფერებში გაწყობა შესაძლებლობას მოგვცემს დანარჩენი აქსესუარები შევცვალოთ და ინტერიერი პერიოდულად გავამრავალფეროვნოთ.
ასევე მნიშვნელოვანია, რემონტს პროფესიონალთა გუნდი აკეთებდეს. პირველ რიგში შესრულებული სამუშაო უნდა იყოს ხარისხიანი და შემდეგ ვიზუალურად ლამაზი, რადგან ინტერიერის დიზაინში ეს უმთავრესია და მისი აღქმა ვიზუალით ხდება.
მთავარია რემონტის დროს ვიპოვოთ ის ოქროს შუალედი, რომელიც გადის კომფორტსა და სილამაზეს შორის. ინტერიერი არც ლამაზი, მაგრამ არაკომფორტული უნდა იყოს და არც პირიქით.
- ყველაზე დიდი სირთულე რა იყო, რასაც წააწყდით რემონტის ან საკუთარი ჩანაფიქრის, იდეების განხორციელების დროს?
- ყველაზე დიდი სირთულე იყო დაუგეგმავი „სიურპრიზები“, რომლებიც რემონტის კეთების პროცესში მოულოდნელად ჩნდებოდა, რაც ხშირად დამახასიათებელია ძველი აშენებული ბინის რემონტის დროს. ეს მნიშვნელოვნად ზრდიდა დანახარჯებს და რემონტის შესრულების დროც იწელებოდა.
- სად და როგორ შეარჩიეთ დეკორის ნივთები, ავეჯი, რამდენად იოლია სასურველი ნივთების პოვნა საქართველოში?
- როგორც უკვე გითხარით, ჩვენი სახლის დეკორის შემადგენელი ძირითადი ნივთები ჩემივე ხელით შექმნილია, თუმცა თუ ვიძენთ, ვცდილობთ შევარჩიოთ ისეთი პროდუქცია, რომელიც იქნება ეკოლოგიურად სუფთა და სასურველია ქართული წარმოების. უპირატესობას ვანიჭებთ ხის ნივთებს, რადგანაც უფრო ჯანსაღია და ვიზუალურადაც, ვფიქრობ, უფრო ლამაზი. ავეჯს რაც შეეხება, ნაწილი შევიძინეთ სავაჭრო ცენტრში, ნაწილი კი დავამზადებინეთ შეკვეთით. სასურველი ნივთის პოვნა საქართველოში რთული არაა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც შეგვიძლია შევუკვეთოთ პროფესიონალებს და დაგვიმზადონ ჩვენთვის სასურველი დიზაინის ნივთები.
- რა სტილზე შეაჩერეთ არჩევანი ინტერიერის მოწყობისას?
- ინტერიერის დაგეგმვაში მონაწილეობა მე და ჩემმა მეუღლემ თანაბრად მივიღეთ. სახლის წყობიდან და გამომდინარე გვიჩნდებოდა იდეები, როგორ შეიძლებოდა ამა თუ იმ კუთხის მოწყობა, ხშირად ვათვალიერებდით ინტერიერის დიზაინის ფოტოებს და ესეც გვეხმარებოდა შერჩევაში. ვეცადეთ აქცენტი სისადავეზე გაგვეკეთებინა, ამიტომაც ისეთი ავეჯი და აქსესუარები შევარჩიეთ, რომელიც ზედმეტად არ იქნებოდა დატვირთული და სახლში სიმყუდროვეს შექმნიდა. ჩვენი ზოგიერთი კუთხე მკვეთრი ფერებითაც გამოირჩევა,რადგან ვთვლი, რომ ესეც საჭიროა, რათა სიხალისე შესძინოს ბინას, თუმცა ფერები არ უნდა იყოს დამღლელი.
- არის ეს ის, რაც გინდოდათ და რაც ჩაფიქრებული გქონდათ?
- დიახ, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის სახლი ყველაზე კომფორტული კუთხეა და ყოველ კუთხეს თავისი სილამაზე და სიმყუდროვე აქვს.
ჩემთვის კომფორტული ბინა არის ის, სადაც ყველაფერი შენი გემოვნების მიხედვითაა მოწყობილი, სადაც არაფერი გაკლია, იმისთვის, რომ თავი მშვიდად იგრძნო. ხშირად ვიმეორებ ფრაზას, რომ საკუთარი ხელით შექმნილს არაფერი ჯობია, ასეთ ნივთებს სულ სხვა მყუდროებისა და სიხარულის შეგრძნება მოაქვს. ამიტომაც ორმაგად სასიხარულოა ის, რომ თითქმის ყველა კუთხეში ჩვენივე ხელით შექმნილ ნივთებს ვხედავ. ახლახან გაგვიჩნდა იდეა, რომ ძველი თაროებისგან ლამაზი ტელევიზორის სადგამი შეგვექმნა და ამ იდეასაც განვახორციელებთ კარანტინის დასრულების შემდგომ, როდესაც ყველაფერი წესრიგში ჩადგება.
P.S. - 2021. სულ ცოტა ხნის წინ მარიამი ოჯახთან ერთად ახალ სახლში გადავიდა, სადაც ასევე საკუთარი გემოვნებით მოაწყო ინტერიერი. მისი ახალი ბინის ფოტოებსაც გთავაზობთ: