7 შეცდომა ინტერიერში მუქი ფერების გამოყენებისას

შეცდომა #1: არ გიყვარდეს მუქი ფერები
ადამიანთა უმრავლესობისთვის სახლში მუქი ფერები სიმძიმესთან და სიმყუდროვის არქონასთან ასოცირდება. ფიქრობენ, რომ რაც ნაკლებია მუქი ფერი, მით უფრო ნათელია ინტერიერი. მიუხედავად იმისა, რომ მუქი ფერები ტრენდულია და ბევრი წარმატებული დიზაინერი იყენებს, მაინც ცოტა თუ გარისკავს საკუთარ ბინაში მათ"შემოშვებას". მითუმეტეს, თუ ინტერიერს დამოუკიდებლად, პროფესიონალის გარეშე აწყობს.



დაიწყეთ მცირედით - შეიტანეთ ინტერიერში მუქი ავეჯი (არა მუქი ხისფერი). თუ ბინა სხვადასხვა ტონებშია გაფორმებული, ეს საგნები ძალიან თვალშისაცემი არ იქნება და  ადვილად შეერწყმება გარემოს.
არც განსაკუთრებულ ყურადღებას მიიქცევს. არც მასთან შესახამებელი დეტალები დაივიწყოთ: მოპირდაპირე კედელზე მუქი დეკორი დაამატეთ, ამით კომპოზიციას უფრო შეკრავთ.

შეცდომა#2: ყველა კედლის მუქი საღებავით ან შპალერით დაფარვა

თუ ოთახი პატარა გაბარიტებისაა და ბუნებრივი განათებაც ნაკლებას აღწევს, კედლების გამუქება საჭირო არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში ბნელ სოროს მიიღებთ, ინტერიერიც ძალიან მძიმე და დამთრგუნველი გამოვა. უკეთესია, ერთი კედელი გაამუქოთ და ოთახის მთავარ აქცენტად აქციოთ. ეს მრავალი წლის ნაცადი ხერხია და ყოველთვის ამართლებს. თუ შიშობთ, რომ გამუქებული კედელი ინტერიერს არ მოუხდება, ოთახში იმავე ფერის აქსესუარი შეიტანეთ, მაგალითად, თარო, ფოტოს ჩარჩო.  ეს დეკორი მოპირდაპირე კედელზე განათავსეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ტექსტილიც - მუქი გადასაფარებელი და ბალიშები ძალიან აქტუალური იქნება.

შეცდომა #3: მინიმალიზმთან შეხამება

თუ მინიმალისტურ ინტერიერში ცდით მუქი ფერების გამოყენებას, შედეგით ნამდვილად ვერ დატკბებით. ასეთი ბინები მოსაწყენი იერისაა, ბანალური და ისეთი "როგორიც ყველას აქვს". ამიტომ თუ ინდივიდუალობას აფასებთ და გინდათ თქვენი ინტერიერი გამორჩეული იყოს, გამოიყენეთ მკვეთრი აქცენტები და გადახედეთ დიზაინერების მაგალითებს.


შეცდომა #4: ცნობილი შეხამებების გამოყენება


არსებობს რამდენიმე უსაფრთხო შეხამება, რომლებსაც თითქმის ყოველ მეორე ბინაში შეხვდებით: მუქი ყავისფერი კრემისფერთან, ლურჯი რუხთან, მწვანე ცისფერთან. დიახ, ეს კომბინაციები უნივერსალური და აქტუალურია, თუმცა ძალიან უბრალო. როგორც იტყვიან, ყველას ყელში აქვს ამოსული. ამიტომ დიზაინერები სულ უფრო ხშირად ამბობენ მათზე უარს და უფრო ექსპერიმენტული ფერთა შეხამებებისკენ იხრებიან. რა თქმა უნდა, გამოცდილი მიდგომების გამოყენება მომგებიანია და ნაკლები შეცდომის რისკს შეიცავს, მაგრამ როცა გინდა, რომ ინტერიერს სიცოცხლე შეჰმატო, სხვა ვარიანტებიც უნდა სცადოთ. ჩართეთ ინტერიერში წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ნარინჯისფერი, სალათისფერი. ისინი შეუმჩნეველნი არ დარჩებიან. ეს ფერები შესანიშნავ აქცენტებს ქმნიან, მზერას იზიდავენ და მუქი ფერებისადმი შიშს ანეიტრალებენ. ასე ლურჯი შესანიშნავ კომბინაციას შექმნის წითელთან, შავი - ნარჯისფერთან, ისსფერი ვარდისფერთან, ყავისფერი ოქროსფერთან და. ა. შ.

შეცდომა #5: ფერების ვარაუდზე არჩევა

ფერების არჩევა უმნიშვნელოვანესი ეტაპია, მითუმეტეს, თუ საქმე მუქ ფერებს ეხება. უნდა გათვალო ყველა დეტალი, ამიტომ ფერთა შეხამებებში გარკვევას რაღაც დრო უნდა დაუთმოთ.
გაისეირნეთ მაღაზიებში, სადაც ფერთა პალიტრებია წარმოდგენილი და თქვენი შერჩეული ვარიანტები შეუხამეთ ერთმანეთს და ინტერიერის ნივთებს. ეცადეთ, 2-3 ფერს არ გადააჭარბოთ.

შეცდომა #6: ფაქტურის უგულებელყოფა

უკვე ვახსენეთ, რომ შესაბამისი დეტალების გარეშე მუქი ფერები ძალიან ერთფეროვნად გამოიყურება. ეს განსაკუთრებით პრიალა ზედაპირებს ეხება. თუ ინტერიერში დეკორსა და ფაქტურულ აქცენტებს არ გამოიყენებთ, ძალიან მშრალ და ზედაპირულ შედეგს მიიღებთ.
ასე რომ არ მოხდეს, მუქ ცივ ტონებს ბუნებრივი მასალები შეუხამეთ. მაგალითად, თამამად გამოიყენეთ ხე - ის სითბოს და სიმყუდროვეს ანიჭებს სივრცეს. მინა სიცარიელის შეგრძნებისგან დაიცავს, ამავე დროს არ იქცევს ყურადღებას და არ ტვირთავს ინტერიერს. ნურც მეტალს დაივიწყებთ. დღეს ტრენდულია ლატუნი, სპილენძი, ოქროსფერი და სხვა ვარიანტები, რომლებიც ინტერიერს უფრო მდიდრულს ხდის. შეგიძლიათ შეიტანოთ სარკე სპილენძის ჩარჩოში ან ლატუნის სანათი.

შეცდომა #7: პროფესიონალთა დახმარებაზე უარის თქმა

როცა ინტერიერის დიზაინს ეხება საქმე, შეცდომის დაშვება ძალიან იოლია, მითუმეტეს, მუქ ფერებთან მიმართებაში.  შეიძლება უამრავი სტატია წაიკითხოთ, რჩევებს მოუსმინოთ, რომლებსაც პროფესიონალები ბლოგებსა და ინტერვიუებში გვაწვდიან და ამით სცადოთ საოცნებო ინტერიერის შექმნა.
თუმცა თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ამ რთულ მისიას თავს გაართმევთ, სპეციალისტის მომსახურება გამოიყენეთ. გამოცდილ დიზაინერს შეუძლია ყველაფერი უმცირეს დეტალამდე გათვალოს, გადაწყვიტოს განლაგების რთული ამოცანები, შეარჩიოს ფერთა პალიტრა თქვენი გემოვნების გათვალისწინებით და შედეგად მოდური, მყუდრო, სხვებისგან გამორჩეული ინტერიერი შექმნას. დიახ, ეს ძვირი სიამოვნებაა, სამაგოეროდ, მიიღებთ ბინას, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები