უახლესი მიდგომები ინტერიერსა და ექსტერიერში - მინისა და ალუმინის როლი თანამედროვე დიზაინში - რჩევები ჯეო-გლასისგან


დღესდღეობით დიზაინერები კერძო სახლებისა თუ სხვა შენობების დაპროექტებისას ძირითად ნაწილს უთმობენ მინას. თანამედროვე ტენდენციების მიხედვით, საცხოვრებელ სახლებსა თუ ბინებში აქტუალურია თავისუფალი დიდი სივრცე, გამჭოლი ხედი და ვიტრაჟები. სწორედ ამიტომ, დიზაინერები და არქიტექტორები ხშირად იყენებენ სლაიდურ სისტემას აივანზე გასასვლელ ნაწილში, კერძო სახლის პირველ სართულზე, განსაკუთრებით კი ისეთ ადგილებში, საიდანაც მოჩანს ლამაზი ხედი.
რა არის დღეს ყველაზე მოთხოვნადი და რა უნდა გავითვალისწინოთ ვიტრაჟების შერჩევის დროს - ამის შესახებ გვესაუბრება კომპანია "ჯეო-გლასის“ მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი თაკო ახვლედიანი.

- თაკო, თქვენი კომპანია არის
საქართველოში ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც მუშაობს მინა-პაკეტების წარმოების, კარ-ფანჯრების და სხვა შემინვითი სისტემების მიმართულებით, როგორი ტენდენცია გამოიკვეთა ბოლო პერიოდში პროექტის დიზაინსა და ვიტრაჟების მიმართულებით?

- დღესდღეობით, მართლაც რომ ძალიან ბევრი პროექტი გვხვდება, სადაც გამოყენებულია მინის დიდი სეგმენტები და ეს არც არის გასაკვირი. საკმაოდ დახვეწილი და ლამაზი ვიზუალი აქვს მსგავს შენობებს, იქნება ეს კერძო სახლი თუ მინის ფასადით დაფარული მაღალი შენობა.

- რამდენად პრაქტიკულია ასეთი შენობები, გათბობის ან გაგრილების მიმართულებით?

- პირველ რიგში, მნიშვნელოვანია პროფილის ჰერმეტულობა, რადგან არ მოხდეს სიცივის ან სითბოს გაჟონვა. გარდა ამისა, მომხმარებელს ვთავაზობთ ენერგოეფექტურ მინა-პაკეტებს, რომელიც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია თბოიზოლაციისთვის. ენერგოეფექტური ანუ დაბალემისიური მინა-პაკეტი საშუალებას იძლევა კომუნალური ხარჯები შეამციროს,ზამთარში შეინარჩუნოს სითბო, ხოლო ზაფხულში კი სიგრილე.
გარდა ამისა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ უშუალოდ პროფილის მახასიათებლები. არსებობს ორი ხაზის ალუმინი, ცივი და თბილი, თბოიზოლაციისთვის აუცილებელია პროფილს ჰქონდეს თერმოხიდი, თუმცა თერმოხიდიანი პროფილებიც განსხვავდება თბოგამტარიანობის კოეფიციენტით. სწორედ ამ მრავალი დეტალის გამო, ინჟინერი გულდასმით ამუშავებს თითოეულ პროექტს, რათა მოვერგოთ მომხმარებლის მოთხოვნებს. სწორად შერჩეული და დამონტაჟებული კარ-ფანჯრები კი, რა თქმა უნდა, ძალიან კომფორტული და პრაქტიკულია.

- რამდენად რთულია დიდი ვიტრაჟების მოვლა?
- წვიმიანი ამინდის შემდეგ, რა თქმა უნდა, ვიტრაჟებისა თუ კარ-ფანჯრების გაწმენდის აუცილებლობა დგება, მაგრამ დღესდღეობით, არც ეს არის პრობლემა. ჩვენი კომპანია ივლისის თვეში არაჩვეულებრივ აქციას სთავაზობს მომხმარებელს, ჩვენს ოფიციალურ პარტნიორ "კერხერთან“ კოლაბორაციით, მათ, ვინც კერძო სახლებისთვის, აგარაკებისთვის, 5000 ლარის ან მეტის, კარ-ფანჯრებს ან სხვა შემინვით სისტემას შეიძენს, გადავცემთ სპეციალურ მინის საწმენდ აპარატს-WV2-ს, რომელიც ძალიან მარტივი გამოსაყენებელია და მომხმარებელს შეეძლება ნებისმიერი მინის ზედაპირი გაწმინდოს უმოკლეს დროში, უმცირესი ენერგიის დახარჯვით.


- რას ურჩევთ მათ ვისაც სახლის დიზაინი ძირითადად მინით აქვს დატვირთული?
- პირველ რიგში, როდესაც დიდი მინის სეგმენტებით არის სახლი დაპროექტებული, მნიშვნელოვანია ტექნიკური მახასიათებლები იყოს გამართული, ვგულისხმობ თბოიზოლაციის კოეფიციენტს, ხმის გამტარიანობის კოეფიციენტს, არამარტო მინა-პაკეტზე, არამედ ალუმინის პროფილზეც. აუცილებელია ამ პროფესიის ინჟინერმა შეარჩიოს პროფილიც, გაითვალისწინოს პროექტის ადგილმდებარეობა, ქარის დატვირთვა, სიმაღლე და სხვა ბევრი მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რათა კონსტრუქცია იყოს უსაფრთხო და მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ მომსახურეობის სრულ ციკლს, რაც მოიცავს: თავდაპირველ კონსულტაციას, აზომვით სამუშაოებს, ინჟინრის მიერ პროექტის დამუშავებას, ბიუჯეტის შედგენას, მინა-პაკეტებისა და ალუმინის კონსტრუქციის წარმოებასა და მონტაჟს. გარდა ამისა მინდა აღვნიშნო, რომ კომპანია ჯეო-გლასი მომხმარებელს სთავაზობს უპროცენტო განვადებას 24 თვის განმავლობაში.

დაინტერესების ან დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია კომპანიას დაუკავშირდეს ნომერზე (+995) 032 2 11 11 00 ან მეილზე This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
R

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები