ქალმა მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბუნკერი კომფორტულ სახლად აქცია

ეს ბუნკერი მეორე მსოფლიო ომის დროს იყო მოწყობილი ინგლისში, კორნოულის საგრაფოში. მიწისქვეშა ობიექტი დიდხანს იყო ცარიელი და ხანდახან ადგილობრივი ფერმერები იქ ბოსტნეულს ინახავდნენ. 2007 წელს კი მას მფლობელი გამოუჩნდა - ელიზაბეტ სტრატონი, რომელმაც გადაწყვიტა, ის სრულფასოვან სახლად ექცია.


"ეს მაგიური ციხესიმაგრეა. თითქოს მიწის მიჯნაზე ხვდები და ყოველივე ცოცხალის ისტორიის დასასრულს განიცდი. არასდროს იცი, რაში ყოფ თავს, როცა ასეთ პროექტს კიდებ ხელს, მაგრამ მე მჯერა, რომ ამქვეყნად საუკეთესო ადგილას ვცხოვრობ..." - ამბობს ელიზაბეტი.


საკმაოდ რთულად მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, გასაგები მიზეზების გამო. ასევე კომფორტული მიკროკლიმატის შესაქმნელად მოაწყვეს დაცვა გრუნტის წყლებისგან. სპეციალური ვენტილაცია და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა. თითქმის 5 წელი დასჭირდა ყველა სამუშაოს და საკმაო თანხებიც, თუმცა ელიზაბეტი არ ნანობს. მთავარია, რომ სამხედრო ობიექტი მართლაც მყუდრო სახლად გადააქცია და
ყველას დაუმტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია.






კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები