თუკი ცხელი დღეების შემსუბუქება სამუშაო თუ საცხოვრებელ სივრცეში კონდიციონერის დამონტაჟებით გადაწყვეტეთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ თუ რა უნდა გაითვალისწინოთ მისი შერჩევისას და რის მიხედვით დგინდება კონდიციონერის ფასი.
არსებობს სტანდარტული და ინვერტორული მართვის სისტემებით აღჭურვილი ზამთარ - ზაფხულის რეჟიმის მქონე კონდიციონერები. ინვერტორული მართვის სისტემის მქონე მოწყობილობები უფრო ეკონომიურია.
კონდიციონერის შერჩევისას, იქამდე, ვიდრე კონდიციონერის ფასსა და მახასიათებლებს შეარჩევთ, უნდა გაიზომოს და განისაზღვროს ის სივრცე, სადაც მისი დამონტაჟება და განთავსება გაქვთ დაგეგმილი.
თქვენ შესაძლოა, ჰკითხოთ საკუთარ თავს, მაგალითად, იმუშავებს თუ არა პატარა კონდიციონერი, თუ
მიუხედავად იმისა, რომ საჭიროზე დიდი ზომის კონდიციონერმა ჰაერი შეიძლება უფრო მალე გააგრილოს, იმავე პერიოდში, სათანადო ტენიანობას ჰაერიდან ვერ მივიღებთ. ჰაერის გაგრილებასთან ერთად კი, კონდიციონერი ჰაერის ტენიანობასაც ამცირებს, რაც უფრო მეტად გვაგრძნობინებს სიცხეს და იწვევს წებოვნებას. ასევე, კონდიციონერი, რომელიც სიმძლავრით საჭიროზე მეტია, ძირითადად გამორთული იქნება.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია დავაყენოთ ოპტიმალური სიმძლავრის კონდიციონერი, რომელიც ერთდროულად ჩვენს საჭიროებებზე მორგებული და ხარჯთეფექტურიც იქნება.
კონდიციონერის სიმძლავრე BTU-ში (ბრიტანული თერმული ერთეული) ისაზღვრება. ოთახის ზომის შესაბამისად, კონდიციონერის მინიმალური სიმძლავრის განსაზღვრისთვის, უბრალოდ უნდა გაზომოთ ოთახის სიგრძე და სიგანე, რომელსაც გაამრავლებთ 25 BTU-ზე.
სწორედ სიმძლავრის სიდიდე და ინვერტორული მართვის სისტემა განსაზღვრავს კონდიციონერის ფასს.
იმისათვის, რომ არ გადავიხადოთ ზედმეტი, გარდა სიმძლავრისა, შესაბამისი კონდიციონერის შერჩევისას რამდენიმე ფაქტორი უნდა განვითვალისწინოთ, მათ შორის ოთახის ჭერის სიმაღლე, ფანჯრების და კარის ზომა, მათი განლაგება მზიანი მხარის შესაბამისად და ა.შ.
სწორად შერჩეული სიმძლავრე, კონდიციონერის ეკონომიკური მუშაობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. მისი შერჩევისას დაინახავთ ენერგოეფექტურობის კლასებს, A, B, C და ეფექტურობის კოეფიციენტებს, მათ შორის EER-ს, გაგრილების ენერგოეფექტურობის კოეფიციენტს და COP-ს გათბობის ენერგოეფექტურობის კოეფიციენტს.
გაითვალისწინეთ, რომ სითბო - სიცივის სასურველი ტემპერატურის მიღებასთან ერთად, კონდიციონერს სწორი მოვლაც ესაჭიროება, ვინაიდან კომფორტთან ერთად, კონდიციონერი ასევე ჯანმრთელობის საკითხებთანაცაა დაკავშირებული. თუკი არ მოხდება სამსახურსა თუ სახლში მისი რეგულარული წმენდა, ის შესაძლოა ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელიც კი აღმოჩნდეს და გამოიწვიოს მაგალითად გაციება, ცხელება, თავის ტკივილი, დაღლილობა და ა.შ.
ამ ყოველივეს თავიდან ასარიდებლად კი აუცილებელად უნდა გაეცნოთ მწარმოებლის ინსტრუქციებს, თუ როგორ გაწმინდოთ ან შეუცვალოთ მას ჰაერის ფილტრები.
ვებსაიტი: www.saga.ge
R