ტერასა სახლის ის ნაწილია, რომელიც ექსტრემალურ პირობებსაც უნდა ერგებოდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი ყურადღება უნდა გამახვილდეს მის მოსაპირკეთებელ თუ სამშენებლო მასალაზე.
როდესაც საუბარია ტერასის სამშენებლო მასალებზე, კერძოდ კი იატაკის საფარზე, როგორც წესი, თავში პირველ რიგში ისეთ თვისებები ამოგიტივტივდებათ, როგორიცაა გამძლეობა, უსაფრთხოება, სხვადასხვა გარემო-პირობის მიმართ მდგრადობა, ესთეტიკა და რაღა თქმა უნდა, ფასი.
შევეცდებით ობიექტურად აღვწეროთ ამა თუ მასალის უპირატესობები.
იატაკის ფიცარი
ეს არის იატაკის საფარის ყველაზე გავრცელებული, თუმცა არცთუ მარტივი ვარიანტი. ამ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს შერჩეული მასალის ხარისხი, კერძოდ კი
კონკრეტული ხის ჯიში თამაშობს. კარგ ხარისხად მიიჩნევა ფოთლოვანი ხეები და ასევე ბრაზილიური კაკლის ხე. აღნიშნული ხეები კარგად უმკლავდებიან ლპობის პროცესს და ასევე ჭიებს. უმჯობესია იატაკის მასალად კარგად გამომშრალი და დამუშავებული ფიცრები შეირჩეს.
ამ მასალის შერჩევის დროს ყურადღება უნდა მიექცეს არა მხოლოდ იმას, რამდენად მშრალია ფიცარი, არამედ იმასაც, რომ ზედაპირი რელიეფური ჰქონდეს. ასე ის ნაკლებად სრიალა იქნება.
პოლიმერული კომპოზიტი
ეს მასალა ფართოდ გამოიყენება იტაკის საფარად. ვიზუალურად ძალიან ჰგავს ხეს, უძლებს ტემპერატურის ცვალებადობას, არ სრიალებს და არის ძალიან გამძლე - არ იწოვს წყალს და არ ლპება, ასევე არ ხუნდება მზეზე.
ამ მასალის სტრუქტურა უნდა იყოს ერთგვარი და ერთფეროვანი. პოლიეთილენის წყალობით ამ მასალას დრეკადობაც გააჩნია.
თერმო ხე
თერმო ხე ძალიან პერსპექტიული მასალაა, რომელიც ხის სპეციალური გამოწვით მიიღება. გამოწვის შედეგად ხის ორგანული ნაერთები, მაგალითად შაქარი, ნადგურდება, დარჩენილი მასალა კი რიგი უპირატესობებით აღიჭურვება, კერძოდ, არ იწოვს წყალს და პრაქტიკულად არ ლპება, არ ახასიათებს გამოშრობა და დასკდომა და არის ძალიან ლამაზი ფერის. თუმცა რამდენიმე უარყოფითი მხარე მაინც აქვს, ის საკმაოდ ფაქიზია და იატაკის საფარად გამოყენების შემთხვევაში საიმედო საყრდენი სისტემით უნდა იყოს აღჭურვილი. ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს ასევე ულტრაიისფერი სხივების მიმართ არამდგრადობა. თერმო ხე მზეზე ხუნდება, თუმცა ამ შემთხვევაში სპეციალური დამცავი ლაქის გამოყენებაა შესაძლებელი.
კერამოგრანიტი
კერამოგრანიტს შესაშური გამძლეობა ახასიათებს. არის მდგრადი, აქვს კარგი თბოიზოლაცია, სხვადასხვა სახის ფერი და ფაქტურა, შეიძლება იყოს ხის იმიტაცია ან ქვის.
ამ მასალის შერჩევის დროს ყურადღება აუნდა მიაქციოთ, რომ არ იყოს სრიალა ზედაპირი, რაც მასალაზე აღნიშნულია ციფრებით 0-დან 13-ის ჩათვლით. 13 ანტისრიალას ნიშნავს.
კლინკერის ფილა
კლინკერი კერამიკული ფილაა. მიუხედავად იმისა, რომ ხარისხით კერამოგრანიტი კლინკერს ბევრად აღემატება, მას თავისი თაყვანისმცემლები მაინც ჰყავს. კლინკერთან დაკავშირებით მთავარი პრობლემაა არა თავად ფილები, არამედ წებო. საქმე ის გახლავთ, რომ რამდენიმე მკაცრი ზამთრის შემდეგ წებომ შესაძლოა ფილები ვეღარ დაიჭიროს.
მთავრი უპირატესობა კერამოგრანიტთან შედარებით კი ყინვისადმი მდგრადობაა.
კერამოგრანიტი მეტ წყალს აგროვებს და ზამთარში შეიძლება მოიყინოს. ამ შემთხვევაში კლინკერი უფრი ეფექტურია.
ბეტონი
თუ ბეტონი თქვენთვის ნაცრისფერ უხეშ საფართან ასოცირდება, ძალიან შემცდარხართ. დღესდღეობით ფართოდ გამოიყენება როგორც ფიგურული ბეტონის ფილები, ისე შტამპირებული ბეტონი. ეს ერთგვარი დეკორატიული ბეტონი გახლავთ.
ბეტონის ფილები სხვადასხვა ფორმის და ფერის ლამაზი ფილებით ხიბლავს, თუმცა მეორეს მხრივ ბაზად იდეალურად სწორ საფარს მოითხოვს.
შტამპირებულ ბეტონს ბევრად საინტერესო ტექნოლოგია აქვს, მისი მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ჯერ კიდევ სველ ბეტონს ანიჭებენ სასურველ ფორმასა და რელიეფს. ასე დამუშავებული ბეტონი ზემოდან აკრილის ლაქით - ჰერმეტიკით იფარება, ამიტომ ზედაპირი შესაძლოა ბრჭყვიალებდეს.
ქვა
ქვა კი ყველაზე ბუნებრივი და რომანტიული ვარიანტია. სამწუხაროდ, ამ მასალას საკმაოდ ბევრი უარყოფითი მხარე აქვს, თუმცა ზოგიერთისთვის მისმა ესთეტიკამ და ვიზუალმა შესაძლოა ყველა ხარვეზი გადაფაროს. მაგალითად, ქვა ძალიან ცივი და სრიალაა. წვიმის შემდეგ ქვაზე განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.
მეორე მხრივ ქვას არ აშინებს წყალი და მზე, ასევე სხვა კლიმატური პირობები, სიძველე კი მას მხოლოდ დამატებით ხიბლს მატებს.