ნეიტრალური და პასტელის ფერებისგან განსხვავებით, მუქი ფერები ინტერიერში არც თუ დიდი ხნის წინ შემოვიდა, თუმცა თაყვანისმცემლები მალევე გაიჩინა. მუქი ფერის ინტერიერი მოდურად და ლამაზად გამოიყურება, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სათანადოდ, გარკვეული წესების დაცვით არის შესრულებული. ალბათ გაინტერესებთ, რა უნდა გავითვალისწინოთ იმ შემთხვევაში თუ მუშაობა მუქი ფერის პალიტრასთან გვიწევს.
შემოგთავაზებთ ყველაზე გავრცელებული შეცდომების ჩამონათვალს:
1. სინათლის ნაკლებობა
თუ მუქი ფერის ინტერიერის გაკეთებას გეგმავთ, პირველ რიგში განათებაზე უნდა იზრუნოთ. მხოლოდ ერთი ჭაღით მუქი ინტერიერის მქონე ოთახი აუცილებლად მოღუშული და უსიცოცხლო
2. პრიალა ზედაპირებზე უარის თქმა
პრიალა ზედაპირს აქვს თვისება, აირეკლოს სინათლე, რაც სივრცეს ვიზუალურად ზრდის, ეს
თვისება კი განსაკუთრებით აქტუალურია სივრცეში, რომელიც მუქ ფერებშია გაფორმებული.
ასე რომ, მუქი ფერის იტერიერის შესანიშნავი პარტნიორია მინა და ქრომირებული ნივთები.
3. ბევრი მუქი ფერი
როდესაც საუბარია მუქ ინტერიერზე,, ეს სულაც არ გულისხმობს იმას, რომ ოთახში იატაკიდან ჭერამდე ყველაფერი მუქი ფერის უნდა იყოს.
შეარჩიეთ კომპანიონი ფერები ისე, რომ საბოლოოდ მიიღოთ წარმატებული კომბინაცია.
4. ოთახის გეომეტრიული თვისებების უგულვებელყოფა
მუქი ფერი, ღია ფერებისგან განსხვავებით, ბევრად პრეტენზიული და მომთხოვნია. ამიტომ რემონტამდე კარგად უნდა გათვალოთ ოთახის ყველა ნიუანსი და დეტალი, მისი გეომეტრიული თავისებურებები. მაგალითად, მაღალ ჭერს მუქი ფერი შეიძლება მოუხდინოთ, დაბალ ჭერზე კი ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
5. მოსაწყენი ავეჯი
თუ გადაწყვიტეთ და არჩევანი მუქ ფერებზე გააკეთეთ, ეცადეთ, რომ ავეჯი მაქსიმალურად შესაფერისი იყოს, ანუ არ იყოს მოსაწყენი. მაგალითად ავეჯი სასურველია იყოს ლოფტის, სკანდინავიური ან მინიმალისტური სტილის.
6. სათანადო ფერების შერჩევა
მიუხედავად იმისა, რომ მუქი ფერები ბევრ ფერს შეეხამება, მაინც დიდი სიფრტხილეა საჭირო. შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მიიღოთ თუ ფერების შერჩევას გაუფრთხილებლობით მოეკიდებით. გაითვალისწინეთ, რომ ყველაზე კარგად ერთმანეთს მსგავსი ტონის ფერები ეხამება.
7. უარი დეკორს
როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, მუქი ფერები შესანიშნავად ერწყმის ღია ფერებს, ჰოდა, რატომ უნდა ვთქვათ უარი ამ უპირატესობაზე?
მუქი ფონი ღია ფერის დეკორს კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენთ და გირჩევთ, ამ თვისებას გვერდს ნუ აუვლით.