კედლის შეღებვის დროს დაშვებული 7 გავრცელებული შეცდომა


როდესაც საუბარია რემონტზე ბევრი ადამიანი უპირატესობას კედლების შეღებვას ანიჭებს, მიაჩნიათ რა, რომ ეს შედარებით მარტივი პროცედურაა, რომელსაც შესაძლოა თავადაც, ხელოსნის გარეშე გაუმკლავდნენ. თუმცა, გვინდა დაგარწმუნოთ, რომ სპეციალური მომზადების და ცოდნის გარეშე კედლის ხარისხიანად შეღებვა წარმოუდგენელია. მოდით ვნახოთ, რა შეცდომებს უშვებენ ხოლმე ყველაზე ხშირად კედლების შეღებვის დროს.

1.წინასწარი მოსამზადებელი ეტაპი



ძალიან იშვიათი შემთხვევაა, სახლს ჰქონდეს იდეალური კედლები, ბზარების, მტვრისა და ნახეთქების გარეშე. ეს ყველაფერი თუ არ ალაგდა, ის შეერწყმება საღებავის ფენას და რაღა თქმა უნდა, შედეგი საუკეთესო ვერ იქნებ. ამიტომ, სანამ
შეღებვას დაიწყებდეთ, აუცილებელია კედლების იდეალურად გასუფთავება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საღებავი ხარვეზს კიდევ უფრო თვალსაჩინოსა და მკვეთრს გახდის.

2. გრუნტზე უარის თქმა


გრუნტი უზრუნველყოფს საღებავის კედელზე კარგად მოჭიდებას. გრუნტის გამოყენების გარეშე დიდი ალბათობით იმაზე მეტი საღებავი დაგჭირდებათ, ვიდრე დაგრუნტვის შემდეგ, მაგალითად, ორი ქილის ნაცვლად სამი ქილა. შედეგი იდეალური რომ მიიღოთ, უმჯობესია, საღებავი და გრუნტი ერთი ფერის შეიძინოთ.

3. არასწორი იარაღების გამოყენება


კედლის შესაღებად გამოიყენება სხვადასხვა ინსტრუმენტი. კონკრეტული ინსტრუმენტის შესარჩევად ზუსტად უნდა გქონდეთ განსაზღვრული საღებავის ტიპი და ხარისხი.

4. ოთახის ტენიანობის გაუთვალისწინებლობა



სანამ საღებავს შეარჩევთ, აუცილებლად კარგად შეისწავლეთ ოთახის კლიმატური პირობები, თუ ოთახი ნესტიანია მაშინ საღებვი ნესტგამძლე უნდა შეარჩიოთ. იმისათვის, რომ რემონტმა წარმატებით ჩაიაროს, ოთახში უნდა იყოს არანაკლებ 20 გრადუსი ტემპერატურა.

5. არასწორად შერჩეული ფერი



ერთ-ერთი ყველაზე რთული საღებავის შერჩევის დროს ფერის სწორად მორგებაა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ოთახის განათება, მაღაზიასა და სახლში ფერი შესაძლოა, სულ სხვადასხვა იყოს. აიღეთ სინჯი, დაიტანეთ ქაღალდზე ან თაბშირ მუყაოზე და აუცილებლად ნახეთ როგორ გამოიყურება დღის განათებაზე და როგორ - ღამე.

6. საღებავის არასწორად გადაზავება

სანამ საღებავს გადააზავებდეთ, სქელი მასაც რომ მოგეჩვენოთ, ნუ აჩქარდებით, აუცილებლად წაიკითხეთ ინსტრუქცია და მხოლოდ ამის შემდეგ გადააზავეთ თუ ასე იქნება მითითებული ინსტრუქციაზე.

7. სამუშაოს სათანადოდ შეფასება


კედლების შეღებვის დროს ყოველთვის უმჯობესია, რომ, საღებავი მეტობით შეიძინოთ, არასდროს იცით წინასწარ, ზუსტად რა რაოდენობა დაგჭირდებათ, ყოველ ჯერზე მაღაზიაში სიარული კი არც ისეთი გინივრული გადაწყვეტილებაა. ქილაზე ყოველთვის არის მითითებული, რამდენი ფენის წასმა არის რეკომენდირებული. ძირითადად 2 ფენა ისმება.

კომენტარები

ideodub 2024-10-17 21:58
This process is crucial in the treatment of ischemia buying priligy online
ideodub 2024-10-16 10:51
Liu RZ, Li S, Garcia E, Glubrecht DD, Poon HY, Easaw JC, Godbout R priligy and viagra combination

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები