რომელი საფარი ჯობია ლამინატის ქვეშ და როგორი საფენები არსებობს

თუ სახლში რემონტი გაქვთ და გადაწყვიტეთ, რომ იატაკის საფარი ლამინატის იქნება, სანამ მის საყიდლად წაბრძანდებით, არ დაგავიწყდეთ ერთი მთავარი ნიუანსი, კერძოდ საფარი ლამინატის ქვეშ. თუ არ გინდათ, რომ ცოტა ხანში საქმე სანანებლად გქონდეთ, გირჩევთ ამ საკითხს სრული სერიოზულობით მოეკიდოთ.

რა საჭიროა ლამინატის ქვეშ საფარი?

ლამინატის ქვეს საფენი გახლავთ რბილი სამშენებლო მასალა, რომელიც უზრუნველყოფს შავ და საბოლოო საფარის ერთმანეთთან მოჭიდებას ლურსმნების გარეშე. ასევე საფარი იცავს იატაკს სიარულის დროს ჭრიალისაგან. ლამინატის ხანგრძლივი დროით საფარის გარეშ გამოყენება დროთა განმავლობაში ლამინატის დაზიანებას გამოიწვევს. გარდა
ამისა, სპეციალური საფენი უზრუნველყოფს იზოლაციას, უხმაურო სიარულს, ახშობს აკუსტიკურ ხმებს, იატაკს სითბოს უნარჩუნებს და ბოლოს, ნიღბავს პატარ-პატარა ხარვეზებს. 

როგორი საფენები არსებობს

საფენები არსებობს ნატურალური და სინთეტიკური. ორივე მათგანს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. სინთეტუკური მასალა ხშირ შემთხვევაში შედარებით იაფი ჯდება, თუმცა ბუნებრივ საფენს უკეთესი თბო და ხმის იზოლაცია აქვს. არსებობს ასევე კომბინირებული საფენები, რომლის მწარმოებლებიც ამ ორი სახების პლუს-მინუსებით ჟონგლიორობენ.
არსებობს ფოლგისებრი, წიწვოვანი, კორპის, პენოპოლისტიროლის და პოლიეთილენის საფენები.

ფოლგა
ფოლგის საფენი ძალიან კარგად უძლებს ნესტს, აქვს კარგი ხმის იზოლაცია და შესანიშნავად ერგება დათბილულ იატაკს.

წიწვი

წიწვოვანი საფარი გახლავთ ბუნებრივი საშუალება, რომელიც დამუშავებულია ანტიბაქტერიული და ცეცხლსაწინააღმდეგო მასალით. კრგად ახშობს ხმას და ინარჩუენბს სითბოს.

კორპი
ეს არის მკვრივი, მყარი მასალა, რომელიც კარგად უძლსბ ფიზიკურ ზემოქმედებას. კარგად ახშობს ხმას და ინარჩუნებს სითბოს. არ იბდება, არა ატარებს ელექტრო ენერგიას და არის ძალიან ძვირი.

ენოპოლისტიროლი

ეს არის სინთეტიკური მასალა ზოგჯერ ფოლგის ზედაპირით. კარად ინახავს სითბოს და უძლებს ფიზიკურ ზეწოლას. ასევე არის ნესტგამძლე.

პოლიეთილენი
უნივერსალური და ადვილად დასამონტაჟებელი. ზოგჯერ აქვს ფოლგის და წყალგაუმატარი ფენა. საუკეთესო ვარიანტია იაფიანი ლამინატისთვის. ეს ყველაზე იაფი მასალაა.
ლამინატის შერჩევს დროს ყურადღება მიაქციეთ შეფუთვას, რათა ყველა მაჩვენებელი აღნიშნული იყო და ფლობდეთ სრულ ინფორმაციას მასალასთან დაკავშირებით.

ხშირად ფიქრობენ, რომ რაც სქელია ლამინატი, მით კარგი ხარისხის არის, თუმც ასე როდია, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რისთვის გინდათ ლამინატი, საცხოვრებელი სახლისთვის თუ ოფისისითვის, უნდა იცოდეთ, რამდენ დატვირთვას უძლებს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები