თაკო კაპანაძე პროფესიით არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერია. ჩვენი ყურადღება კი მისი გემოვნებით მოწყობილმა მშვენიერმა ბინამ მიიპყრო, რომლის ფოტოებიც ჯგუფ "რემონტში" გამოაქვეყნა და უამრავი ადამიანის მოწონება დაიმსახურა. თაკო თავად გვიამბობს ამ ბინის შესახებ.
- ბინა ბაკურიანშია. ფართი 47 კვადრატული მეტრია და ყველა დეტალი არის ჩემი გემოვნებით შერჩეული და ნაწილობრივ ჩემი შესრულებული.
რემონტის პროცესი დაახლოებით თვე ნახევარი მიმდინარეობდა. ძალიან გამიმართლა ხელოსნებში და იმაშიც, რომ ეს არ იყო ჩვენი პირველი თანამშრომლობა, რადგან მანამდეც გვქონია ერთად მუშაობის გამოცდილება. რაც შეეხება თბილისიდან ბაკურიანში ბინის გ
არემონტებას, ნამდვილად არ არის მარტივი პროცესი, თუმცა სურვილი და შემართება იმდენად დიდი იყო, ყველაფერი იდეალურად გამოვიდა. აპარტამენტში სამუშაოების საკმაოდ დიდი ნაწილი საკუთარი ხელით და მეგობრების დიდი დახმარებით გავაკეთე. თოთოეული დეკორატიული აგურიც კი საკუთარი ხელით მაქვს დამუშავებული. იყო სირთულეები, რა თქმა უნდა, თბილისიდან სიშორის გამო, დღეში რამდენჯერმე უხდებოდათ ახლობლებს ნივთების და დეტალების გამოგზავნა სამარშრუტო ტაქსით, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მოგვარდა.
- შემდგომში რომ გააკეთებთ კვლავ რემონტს, რას გაითვალისწინებთ აუცილებლად ამ გამოცდილებიდან?
- ალბათ იმას, რომ არასდროს სრულდება რემონტი დათქმულ ვადაში. და კიდევ - ყველა წვრილმანი წინასწარ უნდა დაგეგმო, რომ თავიდან აირიდო ადგილზე გართულებები.
- როგორ გადაანაწილეთ სივრცე, როგორ აარჩიეთ ფერები, რამდენად ადვილი იყო სასურველი მასალის, ავეჯის მოძიება?
- აპარტამენტის შეძენისას გარკვეული სამუშაოები უკვე მზად იყო, მაგალითად, ბინის გეგმარება და ნაწილობრივ სარემონტო სამუშაოები ისეთი, როგორიც არის იატაკის მოწყობა და სველი წერტილის მოპირკეთება, უკვე დასრულებული იყო. სივრცე ისე იყო გადანაწილებული, ვეღარაფერს შევცვლიდი და მომიწია არსებულ მდგომარეობაზე მორგება. რაც შეეხება ვიზუალურ მხარეს, ბევრი არ მიფიქრია ფერებზე. ზუსტად ვიცოდი, ისეთი გარემო უნდა შემექმნა, რომ ცივი და თოვლიანი დღის მერე სახლში მზიანი და მყუდრო აურა დახვედროდა ყველას, ვინც ბინას ესტუმრება.
- თუ ხართ კმაყოფილი შედეგით?
- შედეგმა მოლოდინი ნამდვილად გაამართლა. ვეცადე და გამოვიდა ისეთი ინტერიერი, რომელიც, ვფიქრობ, გულგრილს არავის დატოვებს.
- რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა იწყებს რემონტს, თქვენი გამოცდილებიდან.
- რემონტი რთული და დამღლელი პროცესია, მით უმეტეს, როცა თავად ხარ ჩართული პირველი დღიდან ბოლომდე. თუმცა საბოლოო შედეგი იმდენად სასიამოვნოა, ნამდვილად ღირს ამ ყველაფერთან შეჭიდება.
- როგორ დიზაინერი, რა რჩევებს მისცემთ ჩვენს მკითხველებს? რა არის ის მთავარი, რაც უნდა გაითვალისწინონ, როცა დიზაინერის გარეშე აახლებენ ბინის ინტერიერს და აწყობენ ახალი ბინის ინტერიერს?
- ინტერიერი ძალიან ხშირად ასახავს მეპატრონის შინაგან სამყაროს და მის ხასიათს, ამიტომ მიდგომა ინდივიდუალურია. სივრცის ვიზუალურად გაზრდის ძალიან გამოცდილი ხერხია ინტერიერში დიდი ზომის სარკეების გამოყენება. შეიძლება ვერ გარისკო დიზაინერის გარეშე მკვეთრი ფერების კედელზე გამოყენება და ნეიტრალური აირჩიო, თუმცა ფარდებით, ბალიშებით და სხვა დეკორატიული ელემენტებით მთლიანად შეცვალო და უფრო მიმზიდველი გახადო გარემო. ძალიან ტრენდულია ეკოდიზაინი, ავეჯი ორგანული ფორმებით და მცენარეები სახლში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სასიამოვნო გარემო გარანტირებულია.