როგორ განვაახლოთ ძველი პარკეტი საკუთარი ძალებით


ძველი იატაკის კარგ მდგომარეობამდე მიყვანა ადვილი საქმე ნამდვილად არ არის, თუმცა საჭირო რჩევების წყალობით სასურველი შედეგის მიღება ნამდვილად შესაძლებელია.
პირველ რიგში იატაკი საგულდაგულოდ უნდა გაიწმინდოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მის ზედაპირთან მუშაობა. კარგად დაგავეთ ან მტვერსასრუტით მოწმინდეთ იატაკი, რათა მოაცილოთ ჭუჭყი. ასე უფრო ადვილად დაინახავთ იმ უბნებს, რომლის დამუშავებაც განსაკუთრებულად მოგიწვეთ.

იატაკის მოსარეცხად გამოიყენეთ ნაზი სარეცხი საშუალება, რომელსაც შეურევთ თბილ წყალში. მორეცხვა შეგიძლიათ იატაკის ჯოხით ან საწმენდი ტილოთი. აუცილებელია, რომ ტილო იყოს კარგად გაწურული.
დალაქავებული ადგილები უხეში ჯაგრისით დაამუშავეთ, წმინდეთ
ერთი მიმართულებით, რომ მასალა არ დააზიანოთ.
ამის შემდეგ იატაკი ისევ კარგად გაწურული ტილოთი მოწმინდეთ, სარეცხი ხსნარი რომ მოშორდეს.
გაამშრალეთ იატაკი მშრალი ნაჭრით ხის ტექსტურის მიმართულებით. როდესაც იატაკი კარგად გაშრება, შეგიძლიათ დაიტანოთ ცვილი ან სპეციალური გასაპრიალებელი საშუალება.

ამ პროცესის გამეორება პერიოდულად მოგიწევთ თუ იატაკის იერსახის შენარჩუნება გსურთ. გახსოვდეთ, პარკეტთან მუშაობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზედაპირი არ დააზიანოთ.
ნუ გამოიყენებთ ზედმეტ წყალს, ასევე ორთქლით წმენდის საშუალებებს, ამან შესაძლოა დააზიანოს პარკეტი.
ასევე არ შეიძლება პარკეტის მოსაწმენდად აგრესიული საწმენდი sსაშუალებების გამოყენება, ის ზედაპირს აუცილებლად დაბურავს.

მას შემდეგ, რაც იატაკს კარგად გაამშრალებთ, შეგიძლია დაიწყოთ ე.წ. რესტავრაცია. ნახერხისა და წებოს ნაზავით ამოავსეთ ცარიელი ადგილები. ამისათვის აუცილებლად გამოიყენეთ სპეციალური დანა, ე.წ. შპატელი. დააცადეთ მასას კარგად გაშრობა.
გაშრობის შემდეგ ნარჩენები უხეში ზედაპირით დაამუშავეთ და კარგად მოწმინდეთ მტვერსასრუტით.
დაიტანეთ იატაკზე გრუნტი, რათა დაიცვათ ზედმეტი სისველისგან.
სულ ბოლო ეტაპი კი გახლავთ ცვილი, გასაპრიალებელი საშუალება.
თუ იატაკი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და ხვდებით, რომ თავად ვერ გაუმკლავდებით, დასახმარებლად პროფესიონალებს მიმართეთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები