პროექტი "პაწაწინა სახლი" არ არის მხოლოდ ტენდენცია, რომელმაც მრავალი თანამედროვე ადამიანის გონება დაიპყრო. ეს არის განსაკუთრებული ფილოსოფია, რომელიც ასახავს ადამიანების სურვილს უფრო შეგნებული, მდგრადი და მოქნილი ცხოვრებისათვის.
მინიმალისტური და მდგრადი მომავლის პერსპექტივით შთაგონებულმა ახალგაზრდა ბელგიურმა ოჯახმა გადაწყვიტა, რომ მზად იყო რეალობად ექცია ოცნება მყუდრო დასასვენებელი სახლის აშენებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეკოლოგიურობისა და ეკონომიკის პრინციპების დაცვით.
მოძრაობა "პაწაწინა სახლი" ხელს უწყობს უფრო მინიმალისტურ და გონებამახვილურ ცხოვრების წესს. მისი იდეები მოუწოდებს ყველას გადახედონ საჭიროებებს, ძირითად ფასეულობებს და დედაბუნებისადმი დამოკიდებულებას, რაც სრულად
შეესაბამება თანამედროვე სამყაროს რეალობას, სადაც გარემოს უსაფრთხოების საკითხები წარმოშობს მდგრადი განვითარების პრინციპებს.
ამავდროულად, რესურსების უფრო მოკრძალებული გამოყენება და მინიმალიზმი საშუალებას იძლევა დაიზოგოს საკმაოდ ბევი მასალა. ბევრს უკვე ესმის, რომ მუდმივად ფულის გამომუშავება მათ დამოკიდებულად და ჩაგრულადაც კი აქცევს და ვალების მარადიულ ტყვეობაში შეჰყავს. იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, პროგრესულ თანამედროვე ადამიანებს ნებისმიერი წვლილი შეაქვთ საზოგადოების და სამყაროს მომავალში.
ერთ-ერთი ასეთი დახმარება გახლავთ პატარა სახლების აშენება, რომლებიც შეიძლება გახდეს როგორც თავშესაფარი, ასევე მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მაგალითად, ამ წყვილმა, ანდრეას და ტესა ვანდენსანდებმა საკუთარი ხელით ააშენეს ეს საოცარი სახლი.
ახალდაქორწინებულები ყოველთვის ოცნებობდნენ, რომ ჰქონოდათ დასასვენებელი ადგილი ქალაქგარეთ. ვინაიდან ოჯახის ბიუჯეტში ზედმეტი ფული არ იყო, გადაწყვიტეს პატარა სახლის აშენება. მგზნებარე დუეტმა ასევე გადაწყვიტა, რომ მათი სახლი იქნებოდა მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გამოიყენო გადამუშავებული მასალები ხელახლა.
მშენებლობის პროცესი თავსატეხს ჰგავდა, რადგან სახლს მხოლოდ იმით აწყობდნენ, რაც ხელთ ჰქონდათ და რაც იაფი ღირდა.
სახლი საკმაოდ ორიგინალური ფორმის გამოვიდა იმიტომ, რომ ოჯახი ცდილობდა მაქსიმალურად დაეზოგა თანხა სამშენებლო მასალების შეძენაზე. გარდა ამისა, სურდათ ჰქონოდა უჩვეულო სახლი, რომელიც ყურადღებას მიიპყრობდა. ეკონომიის მიზნით ოჯახმა იყიდა და საჩუქრადაც მიიღო მეორადი ან გადამუშავებული ხე, რომელიც გამოიყენა როგორც ფასადის მოსაპირკეთებლად, ასევე ფიცრის ტერასის გასაკეთებლად, ასევე დეტალების უმეტესი ნაწილის შესქმნელად.
სახლი აგებულია 7,3 მ სიგრძისა და 2,5 მ სიგანის მისაბმელზე, თუმცა ზედა ნაწილს, მისი გაფართოებული ფორმის გამო, აქვს სიგრძე 8,2 მ.
როგორც გაირკვა, წყვილმა მოიფიქრა სოციალური პროექტი, რომელიც დაუცველ ადამიანებს შაბათ-კვირას ბუნებაში დასვენების შესაძლებლობას მისცემს.
ყველა სტუმარს, რომელიც დაჯავშნის პაწაწინა სახლში დარჩენას, თავისი წვლილი შეაქვს სხვის შაბათ-კვირას დასვენებაში. მცირე შენატანი ავტომატურად შედის საბაზისო ფასში, ასე რომ, ანდრეასს და მის მეუღლეს შეუძლიათ რამდენიმე ღამის განმავლობაში გადასცენ სახლი საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომლებთანაც თანამშრომლობენ.