მტვერსასრუტის გამოყენების 7 მეთოდი, რომელიც დღემდე არ გიცდიათ

მტვერსასრუტს თუ დღემდე მხოლოდ მტვრის საწმენდად იყენებდით, ახლა მას კიდევ რამდენიმე ფუნქცია შეგიძლიათ დაუმატოთ. კიდევ რისთვის შეიძლება მტვერსასრუტის გამოყენება, ამის გასაგებად გაეცანით რჩევებს.

1. თუ ძირს მძივები ან წვრილი ნივთები დაგეფანტათ, მტვერსასრუტის მილს ჩამოაცვით წინდა და ისე მოასუფთავეთ, ყველა წვრილმანი წინდაში დარჩება.


2. სახლის დალაგების დროს ჰაერში სასიამოვნო სუნი რომ დადგეს, ბამბა გაჟღინთეთ საყვარელი პარფიუმით, მტვერსასრუტს შეასრუტინეთ, რათა იგი მტვრის დამაგროვებელ უჯრაში მოათავსდეს. ამგვარად, ჰაერი, სასიამოვნო არომატით გაიჟღინთება.
3. იმისათვის, რომ ნივთებმა ნაკლები ადგილი დაიკავონ, ცელოფნის პაკეტში ჯერ შესანახი ნივთები

მოათავსეთ, ხოლო იქიდან ჰაერი მტვერსასრუტით გამოდევნეთ. მიიღებთ ვაკუუმიან შეფუთვას და ნივთიც ნაკლებ ადგილს დაიკავებს.


4. მცირე დეტალების მტვრისაგან გასათავისუფლებლად (მაგალითად კომპიუტერის კლავიატურა), დაამზადეთ მარტივი კონსტრუქცია: ბოთლის თავსახურს გაუკეთეთ ნახვრეტი და ჩაამაგრეთ მასში წვენსაწრუპი მილი. ეს კონსტრუქცია კი მტვერსასრუტი მილში მყარად ჩაამაგრეთ და დაიწყეთ დალაგება, საწრუპის მილს მიმართულება სურვილისამებრ მიეცით.


5. სწორ ზედაპირზე დაასხით არაყი ან სპირტი. ჩართეთ მტვერსასრუტი, ჯერ სითხე შეიწოვოს, შემდეგ კი ბამბის მცირე ქულა; ამგვარად მტვერსასრუტის მილს თან გაასუფთავებთ, თან დეზინფექციას ჩაუტარებთ.


6. გაწმენდის შემდეგ მტვერსასრუტი შეგიძლიათ ფენის მაგივრად გამოიყენოთ (თუ ის გაგიფუჭდათ ან დაგიზიანდათ). უცნაურია, მაგრამ ეს მეთოდი მართლაც მუშაობს.


8. თუ ფეხსაცმელს ნესტი შეეპარა, მოათავსეთ მასში მტვერსასრუტი და ჩართეთ 15-20 წუთით. ჰაერის ჭავლი გააშრობს მას.

 

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები